ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზი გაიხსნა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზი გაიხსნა

access_time2021-06-26 20:39:52

დღეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზი გაიხსნა,  რომლის მშენებლობას საფუძველი ერთი წლის წინ ჩაეყარა. 

ოფიციალურ ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი მონაწილეობდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მხრიდან  მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება საზღვაო სფეროში განათლების გაუმჯობესებისთვის.

,, ორმაგად სასიხარულოა, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩვენ  ბათუმში ჩვენ გავხსენით საწვრთნელი აუზი, რომელიც მიზნად ისახავ სტუდენტების და მოქმედი მეზღვაურების კვალიფიკაციის ამაღლებას, ეს აუზი დაეხმარება მათ რომ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.  

საწვრთნელი აუზის მშენებლობისთვის 1 600 000 ლარი დაიხარჯა. აუზი  აკადემიის სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.


თანამედროვე და მრავალფუნქციური აუზი აჭარის მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  მხარდაჭერით აშენდა.

ახალი აუზით კურსანტები წვრთნებს უმაღლეს დონეზე, რეალურთან მიახლოებულ პირობებში გაივლიან.

ღონისძიების ფარგლებში წარჩინებული კურსდამთავრებულები და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.

ასევე, გაიმართა კონფერენცია ,,ახალი ტექნოლოგიები საზღვაო ინდუსტრიაში", რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ესწრებოდნენ.





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up