ბათუმის სასტუმროებში ჯავშნების გაუქმებების პირველი ტალღა მარტის პირველი კვირიდან დაიწყო. დღეის მდგომარეობით, გამოკითხული სასტუმროების 42.9%-ს ჯავშნები ივლისის თვემდე აქვს გაუქმებული, ხოლო მათი 28.6% სტუმრებს პირეველ აგვისტომდე არ ელოდება. ამ სასტუმროების წარმომადგენელთა ვარაუდით, შესაძლებელია, ახლო მომავალში დარჩენილი ჯავშნების დიდი ნაწილიც გაუქმდეს. განთავსების საშუალებების 28.6%-მა ვერ შეძლო ვერცერთი ჯავშანის შენარჩუნება.
Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევით, 2020 წელი ბათუმის სასტუმროებისა და ტურისტული ბაზრისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდება. კრიზისთან გამკლავება გაუჭირდებათ როგორც ბრენდულ სასტუმროებს, ასევე არაბრენდულ და მცირე ტიპის განთავსების საშუალებებს. უმუშევრობა ემუქრება ტურიზმის სექტორში მომუშავე როგორც მუდმივ, ასევე დროებით დასაქმებულ მოსახლეობასაც.
gbc.ge