ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია ბათუმის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია ბათუმის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

access_time2019-11-25 19:15:11

წელსაც საშობაო-საახალწლოდ ბათუმს გარე განათებით გააფორმებს შპს “აჭარგანათება”. 21 ნოემბერს სატენდერო კომისიამ გადაწყვიტა, რომ „აჭარგანათების” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება მოთხოვნილ პირობებს და უახლოეს დღეებში კომპანიას ხელშეკრულებას გაუფორმებენ. ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებული ტენდერის (NAT190020542) პირობებით, პრეტენდენტს 2016-2019 წლებში 1,5 მილიონი ლარის გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციისა და მონტაჟის სამუშაოები უნდა ჰქონოდა შესრულებული, მათ შორის არანაკლებ 700,000 ლარის საახალწლო განათების სამუშაოები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევით, ანალოგიური გამოცდილების მქონე კომპანია აჭარაში ერთადერთია - „აჭარგანათება”. ტენდერშიც მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა და შემსყიდველ ორგანიზაციასაც ზუსტად ის თანხა - 428,423 ლარი მოსთხოვა, რაც ტენდერის პირობებში იყო მითითებული.


„აჭარგანათება” ბათუმის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა. იგი უკონკურენტო ტენდერებში იმარჯვებს და გამარტივებულ შესყიდვებს იღებს - 2011 წლის თებერვლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით კომპანიამ 94 ტენდერიდან და 22 გამარტივებული შესყიდვიდან მთლიანობაში 26,523,383 ლარი მიიღო. ამ თანხის 82% უკონკურენტო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებზე მოდის.


2016-2017 წლების ანგარიშებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყურადღება გაამახვილა ბათუმის მერიის გარე განათების ქსელის მიწოდებისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გამოცხადებულ იმ ტენდერებზე, სადაც კონკურენციის პირობები შეზღუდულია და გამოავლინა, რომ ბათუმის მერია გამოცხადებული ტენდერების პირობებს „აჭარგანათებას” არგებდა და კონკურენტუნარიანობას ზღუდავდა.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გაარკვია, რომ მიუხედავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებისა, ბათუმის მერია სატენდერო პირობების ერთ კომპანიაზე მორგების პრაქტიკას აგრძელებს და ამასთან, შპს-ს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო სანქციას არ აკისრებს.



„აჭარგანათება” - მთავარი მიმწოდებელი ბათუმის განათების მომსახურებაში


შპს „აჭარგანათება” 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 52 %-ის მფლობელი და დირექტორი ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თამაზ თოფურიძე იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი წილი მეუღლემ, ზოია დოლიძემ მიიღო, ხოლო დირექტორი, შვილი - ნიკოლოზ თოფურიძე გახდა. ნიკოლოზ თოფურიძის ძმა, ირაკლი თოფურიძე 2017 წლიდან ბათუმის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრია.


2011-2019 წლებში შპს „აჭარგანათებამ” 94 ტენდერიდან და 22 გამარტივებული შესყიდვიდან 26,523,383.1 ლარი მიიღო, მათ შორის, 72 უკონკურენტო ტენდერიდან - 18,797,797.35 ლარი (მთლიანი თანხის 71%) და გამარტივებული შესყიდვებიდან - 2,946,219.01 ლარი (მთლიანი თანხის 11%). ამ სახელმწიფო ტენდერების შემსყიდველთა უმრავლესობას (94-დან 68) ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირები წარმოადგენენ.





ბათუმის მერია არ ითვალისწინებს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს „აჭარგანათებასთან” დაკავშირებით


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ 2016 წელს „აჭარგანათებას” ბათუმის მერიისთვის ტენდერის პირობებით გათვალისწინებული მომსახურება არცერთ თვეში სრულყოფილად არ მიუწოდებია, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, მიმწოდებელთან ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და კომპანიას არანაკლებ 270,200 ლარის ოდენობის ჯარიმა არ დაკისრებია (გვ. 25-26). მსგავსი პრობლემა ნახსენებია 2017 წლის ანგარიშშიც - აქაც აუდიტის სამსახური განიხილავს კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და მერიის მხრიდან კომპანიისთვის დასაკისრებელი 731,400 ლარის ოდენობის ჯარიმის უგულებელყოფას.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის 3 ივლისს, ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. ა(ა)იპ-ის მიერ მოწოდებული წერილის მიხედვით, 2016-2019 წლებში წერტების გამორთვა ქალაქში არსებულმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა გამოიწვია, ხოლო ფასადის მინათების გამორთული წერტები რეაბილიტაციას საჭიროებს, რაც შპს-ს პასუხისმგებლობაში არ შედის. აღნიშნული წერტების რეაბილიტაციის საჭიროება გამოწვეულია სანათების საგარანტიო ვადის გასვლით, ხოლო „გამორთული წერტების მომსახურეობა არ იყო გათვალისწინებული ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტებში” და შესაბამისად, კომპანია შეუსრულებელი ვალდებულებების გამო არ დაუჯარიმებიათ.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეს არგუმენტი რელევანტურად არ მიაჩნია.


ბათუმის მერიამ ასევე უგულებელყო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები ტენდერებში კონკურენტული გარემოს შექმნასთან დაკავშირებით: 2018-2019 წლებში შპს „აჭარგანათებამ” ბათუმის მერიისა და მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 6 ტენდერში გაიმარჯვა, მათგან 4-ში უკონკურენტოდ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, აჭარაში განათების მომსახურების სფეროში გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში რამდენიმე კომპანია (შპს „მეოხი”, შპს „მარდი”, შპს „გუნგლი”, შპს „გელმარი”, შპს „მშენებელი 5” და ა.შ.) მონაწილეობს, ბათუმის მერიისა და მერიის ა(ა)იპის მიერ გამოცხადებული სატენდერო პირობები ნაკლებად აძლევს სხვა კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის საშუალებას, რადგან პრეტენდენტებს მრავალწლიანი გამოცდილება და ასობით ათასი ლარის ღირებულების ვიწრო სპეციფიკის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოეთხოვებათ:



ცხრილიდან კარგად ჩანს, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერის პირობებშიც დაკონკრეტებულია გამოცდილება, რაც სავარაუდოდ ზღუდავს კონკურენციას - პირობებში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტს 2015-2018 წლებში 1,5 მილიონი ლარის გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციისა და მონტაჟის სამუშაოები უნდა ჰქონოდა შესრულებული, მათ შორის 700,000 ლარის საახალწლო განათების სამუშაოები. შედეგად, როგორც მოსალოდნელი იყო, ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ - „აჭარგანათებამ“ მიიღო მონაწილეობა.


ბათუმის საახალწლო განათების შესყიდვებში „აჭარგანათება” 2012 წლიდან მონაწილეობს და უკონკურენტო ტენდერის პირობებში იმარჯვებს (2012 წელი - SPA120025925, 2013 წელი - SPA130023451, 2014 წელი - SPA140025367, 2015 წელი - SPA150025485, 2016 წელი - SPA160024003, 2017 წელი - NAT170010184). ჯამში ამ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ კომპანიამ უკონკურენტო პირობებში 3,716,238.3 ლარი მიიღო.


2018 წელს ბათუმის საახალწლო განათებების მომსახურების მისაღებად გამოცხადებულ შესყიდვაში „აჭარგანათებამ” უკონკურენტოდ გაიმარჯვა და 428,422.6 ლარი მიიღო. ახალგამოცხადებული ტენდერის პირობებიც გვაფიქრებს, რომ მასში ისევ კომპანია - “აჭარგანათება” გაიმარჯვებს.


„კომერსანტი“





საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...


მსგავსი სიახლეები

up