ბათუმის პორტში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. უკვე რამდენიმე საათია საკონტეინერო ტერმინალში მყოფ გემზე გამნაღმველები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ გემი, რომელიც ნავსადგურიდან გასვლას აპირებს, დანაღმულია.
არსებული ინფორმაციით, ტერმინალში მომუშავე პირები ევაკუირებულნი არიან და დროებით შეჩერებულია სამუშაო პროცესი