ბათუმის პორტი გადატვირთულია, რაც ადგილობრივ ლოგისტიკურ ჯაჭვში შეფერხებებს იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის ავტოიმპორტი ავრცელებს.
„პორტი ორ მსხვილ საზღვაო ხაზს: MSC-ს და COSCO (China Shipping) - ს ემსახურება. მიღებული ტვირთი კი აღემატება ბათუმის პორტის წარმადობას. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეგიონში ექსპორტის მიმართ მოთხოვნის მკვეთრი ზრდაა. საზღვაო ხაზები კონტეინერების დაყოვნებისთვის დამკვეთ კომპანიებს ჯარიმებს აკისრებენ. ამ შემთხვევაში კავკასიის ავტოიმპორტს, რომლის ასობით კონტეინერიც გახსნის მოლოდინშია, ყოველდღიურად ფინანსური ვალდებულებები ეკისრება. იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი კავკასიის ავტოიმპორტისგან დამოუკიდებლად ხდება, ჩვენი კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას და არ აკისრებს არანაირ ფინანსურ ვალდებულებას მომხმარებელს.
კავკასიის ავტოიმპორტის გუნდი ჩართულია პრობლემის აღმოფხვრაში. კომპანია შიდა რესურსით არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს, რათა ეს მდგომარეობა მომხმარებელზე ნაკლებად აისახოს. გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში პროცესები დაოპტიმიზდება“, — აღნიშნავენ კავკასიის ავტოიმპორტში.