ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ორი მსხვილი ბიზნესინტერესი გადაიკვეთა - „სილქ როუდ ჯგუფი“  „Wondernet Exspress“ -ს უპირისპირდება

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ორი მსხვილი ბიზნესინტერესი გადაიკვეთა - „სილქ როუდ ჯგუფი“ „Wondernet Exspress“ -ს უპირისპირდება

access_time2018-12-20 15:30:38

ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ - ეს არის ის ორი მსხვილი კომპანია, რომელთა პირადი ინტერესები ერთმანეთს ბათუმის პორტში უპირისპირდება.


კერძოდ, „Wondernet Exspress“-ის დამფუძნებელი დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომელიც  გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ახლო მეგობარია, გეგმავს პორტის ადგილას დამატებით კიდევ ერთი ახალი ტერმინალის აშენებას. პროექტის მიხევდით ბათუმის ნავსადგურში სასუქის, კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაა განსაზღვრული. ამის შესახებ ჯერ კიდვე რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, როდესაც მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი გახლდათ და ცნობილია, რომ იგი თავად ესწრებოდა პროექტის პრეზენტაციასაც. გაურკვეველი მიზეზების გამო, ღონისძიების შემდეგ პროექტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა და საკითხი აქტუალური სულ რამდენიმე დღის წინ გახდა.


პარალელურად ბათუმში პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც იკრკვევა, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“  საცხოვრებელი კორპუსების მასშტაბურ მშენებლობას გეგმავს. საუბარია  სილქ თაუერის პროექტზე, რომელის ფარგლებში პორტთან ახლოს, სანაპიროზე უნდა აშენდეს 6 მრავალსართულიანი შენობა, მოეწყოს რეკრეაციული ზონები და იახტ კლუბი, რაც ძირითადად ტურისტებზე იქნება გათვლილი.


ამ ორი ქეისის ურთიერდაპირისპირების მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ დარგის სპეციალისტებისა და თავად „სილქ როუდ ჯგუფი“ -ს დამფუძნებელის გიორგი რამიშვილის განცხადებით, დაგეგმილი ტერმინალის აშენება საცხოვრებელ ტერიტორიასთან საზიანობა. იგი ჯანმრთელობისთვის საგანგაშოდ საზიანოა, რის გამოც ან ბახტაძის ახლო მოგობრისა და მისი კომპანიის ინტერესები უნდა გატარდეს, ან საქართველოში  მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელის (გიორგი რამიშვილი) მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. „სილქ როუდ ჯგუფის“ პარტნიორი, მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“.


რომელი მხარე გაიმარჯვეს და ვის უფრო დამაჯერებლი არგუმენტები ექნება ; ან ხომ არ გახდება ბათუმის ნავსადგური თავად მამუკა ბახტაძისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირების მიზეზი, როგორც თავის დროზე ეს კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის შემთხვევაში მოხდა ანაკლიის პორტთან მიმართებაში; ეს ყველაფერი ჯერჯერობით უცნობია. მანამდე კი დარგის სპეციალისტების შეფასებები ასეთია:


„საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე პირდაპირ ლობირებს თავისი მეგობრის, Wondernet Express-ს დამფუძნებელის დიმიტრი აბდუშელიშვილის პროექტს ბათუმის ნავსადგურში. თავად ესწრებოდა მარტის თვეში ამ პროექტის პრეზენტაციას. უბრალოდ როდესაც პრემიერი გახდა ცოტა ხანი თემა დახურეს და ახლა, როცა ვრცელდება ინფორმაცია (მათ შორის ხელისუფლების წრეებშიც), ბახტაძის პრემიერობიდან გადადგომის შესახებ, იგი თავისი ახლო წრის საქმეების მოგვარების დაჩქარებას ცდილობს. ამიტომაც განახლდა ეს თემა თავიდან. მთელი სქემა ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ლობირებენ მაღალჩინოსნები თავიანთი ახლობლების ბიზნესებს მიუხედავად იმისა, კონკრეტული საქმიანობა რამდენად დიდი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს მოსახლეობისთვის“,- განმარტავს hub Georgia“-ს დამფუძნებელი  ურუშაძე.

 

ბათუმის ნავსადგურის პროექტის რომ ზიანის მომტანია მოსახლეობისთვის, ამას ურუშაძე კონკრეტული არგუმენტებით ამყარებს. მისი თქმით, ახალი ტერმინალი, რომლის მიზანიცაა  ბათუმის პორტში ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდა, ქალაქში მცხოვრები მოსახლებისთვის მომწამვლელი და საშიშია.


 

„კარბამიდის უსაფრთხოების წიგნაკში (MSDS) ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ ტვირთთან მუშაობა აუცილებელია სპეციალური დამცავი საშუალებებით. განსაკუთრებით რესპირატორით, რადგან კარბამიდის მტვერის შესუნთქვა ჯანმრთელობისთვის საშიშია. ცნობილია ისიც, რომ რომ რაც არ უნდა დაცული და დახურული შეიძლება იყოს შენახვის პირობები, ბათუმის პორტის საწყობიდანგემის ტრიუმებში გადატვირთვისას, ქალაქში გავრცელდება მტვერი, რადგან პორტი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აღნიშნული მტვერი ადგილობრივი მოსახლეობისთვის მომწამლველი ან მომაკვდინებელი შეიძლება გახდეს. ესე იგი, ზოგადად  ქვეყნის ლოგისტიკის ინფრასტრუქტურის განვითარება კარგია, მაგრამ ეს დაუშვებელია ჩვენი ჯანმრთელობის ფასად. მითუმეტეს მძიმე სურათს მივიღებთ თუ იქვე ახლოს „სილქ როუდ ჯგუფი“ განახორცილეებს თავის პროექს“, - აღნიშნავს ურუშაძე.


რაც შეეხება  თავად კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“-ს პოზიციას, როგორც პროექტის პრეზენტაციაზე თავად კომპანიის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი რამიშვილმა ისაუბრა, კომპანიის გეგმებშია ბათუმის სანაპიროს მოადგეს „იახტები მდიდარი ტურისტებით“. იქვე, ახლოს, პორტის ტერმინალის არსებობა კი, რომელიც ქიმიური სასუქების გადაზიდვისთვის იქნება განკუთვნილი, კომპანიის მიზნებისთვის ხელსაყრელი არ არის.

 

ეს პროექტი არის იმ პროექტის მოწინააღმდეგე და მტერი. როგორც ბიზნესი, ის ბიზნესი და ეს ბიზნესი არის შეუთავსებელი ერთმანეთთან, ამაზეა საუბარი. ამ პროექტის განვითარება არის საწინდარი, რომ ისეთი პროექტები ვეღარ განვითარდება. აბსოლუტურად კონფლიქტში შედის ერთმანეთთან ასეთი განვითარება. ამ პროექტში მოძრაობს დაახლოებით ხუთი მილიონის ტონა ტვირთი, წლის განმავლობაში. რამდენი უნდა მოიგოს ამ ტვირთმა? – მერე კიდევ ასობით წელია იღვრება ნავთობი (სანაპიროზე). სულ სხვა ერაა, სულ სხვა ტექნოლოგიებია, იმხელა გაწმენდითი სამუშაოებია ჩასატარებელი“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.


მისივე თქმით, საქართველომ მსხვილი ტვირთების გადატანის მიმართულებით უნდა განავითაროს ფოთისა და ყულევის ტერმინალები, ბათუმი და ანაკლია კი ტურისტული თვალსაზრისით უნდა განვითარდეს. პარალლეურად, მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რომ ბათუმსი ნავსადგურში დაგეგმილი ტერმნიალი მთლიანა მოწამლავს გარემოს. ამასთან დაკავშირებით ბათუმში მცხოვრებმა ერთ-ერთ ჯგუფმა საპროტესო აქციაც კი გამართა.  თუმცა თავად ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress“-ის მიერ გავრცლებული ინფორმაციით ახალი ტემინალი არ მოემსახურება ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვას და ის მხოლდო ორგანული მინერალური სასუქის გადაზიდვას გულისხმობს.

 

 „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურსაც დაუკავშირდა. კითხვაზე, წარადგინა თუ არა შესაბამისი პროექტი საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress“-მა უწყებაში და დაუმტკიცდა თუ არა მას მშენებლობის ნებართვა, როგორც არქიტექტურის სამსახურში განგვიცხადეს, არანარი დოკუმენტი აქამდე უწყებაში არ შესულა. შესაბამისად, მათთვის უცნობია რა პროექტი ხორციელდება ბათუმის ნავსადგურში.


რომელი ბიზნესი დაიწყებს ოპერირებას ბათუმის პორტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს სავარაუდოდო უახლოეს მომავალშ გახდება ცნობილი.


მანამდე, შეგახსენებთ, რომ ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე ახალი ტერმინალის აშენებას გეგმავს კომპანია Wondernet Exspress-ი (20 მილიონი დოლარის ინვესტირებით) „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის  მონაწილეობით. Wondernet Exspress-ის 100-პროცენტიან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვონდერნეტ ექსპრეს ბ.ვ.“ ფლობს, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილია.


ჩვენ შევეცადეთ დამატებითი ინფორმაცია მოგვეპოვებინა თავად „Wondernet Exspress“-ის სხვა საქმიანობის შესახებ, თუმცა როგორც ირკვევა, ამ დრომდე კომპანიას ჯერ არცერთი პროექტი არ განუხორციელებია. აღნიშნულს ვასილ ურუშაძეც ადასტურებს.

 

 


სალომე ლემონჯავა





წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up