ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

access_time2020-02-18 17:30:29

2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.


ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას აქტიურობდა, დღესაც ისევ დიდი წნეხის ქვეშ უწევთ მუშაობა. „ჩვენი შრომითი უფლებები არ არის დაცული, ნებისმიერ წამს, ადმინისტრაციას, ახალი დირექტორის მეირახმან სოციალოვიჩ ადელხანოვის მითითებით, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია უმიზეზოდ დაითხოვოს თანამშრომლები, ან შექმნას მოგონილი მიზეზები და გვაიძულოს, რომ დავტოვოთ სამსახური“, – აცხადებს ნავსადგურის თანამშრომელი.


მისი თქმით, კარგისკენ არაფერი შეცვლილა. „ ახალი ადმინისტრაცია უკვე ამ თვის 20 რიცხვიდან სამუშაოდანაც შეიძლება გაგვიშვებენ. ადმინისტრაცია გათავისუფლების მუქარაზე და შეშინებაზეა გადასული და ვისაც არ ეშინია, მათ ავიწროვებს. ეს არის დირექტორ ადელხანოვის მიდგომა და ეს ყველამ იცის ნავსადგურში. მე ერთი სარჩელი უკვე მაქვს სასამართლოში შეტანილი, ახლა მეორე სარჩელს შევიტან და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მე 2 წლის წინ პროტესტის მონაწილე ვიყავი, ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული. ეს უკვე ნავსადგური აღარაა, ჩრდილოეთ კორეაა უკვე. ასევე ადმინისტრაციამ შემიზღუდა სამუშაო კომპიუტერთან წვდომა, ფაქტობრივად წამართვა. რა გითხრათ, ბევრი რამ შემიძლია კიდევ აღვნიშნო, რასაც ნავსადგურის ადმინისტრაცია უკანონოდ აკეთებს.


კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში შევიწროვება გრძელდება წელიწადზე მეტია. 2018 წლის ჩვენი გამარჯვებიდან რამდენიმე თვეში, როცა არ დავუშვით, რომ ადმინისტრაციას დავეჩაგრეთ, სამ-ოთხ თვეშივე დაიწყეს ჩემი შევიწროვება. დანარჩენი მოშიმშილეებიდან, სულ 6 ვიყავით, ერთი საკუთარი ნებით წავიდა, პროტესტის ნიშნად და ალბათ ნელა-ნელა ყველას გაგვყრიან. ისეთ პირობებს გვიქმნიან, რომ სამსახურიდან წასვლა მოგვიწიოს. დანარჩენი კოლექტივიც, დაშინებულია. არავის უნდა სამსახურის დაკარგვა და ამის შიშით ხმამაღლა არ და ვერ საუბრობენ პრობლემებზე“, – განაცხადა „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში ნავსადგურის თანამშრომელმა (მასთან საუბრის აუდიოჩანაწერი რედაქციაში ინახება).


ნავსადგურში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსები“ საზღვაო ტრანსპორტისა და თევზის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარე ამირან მიქელაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით,შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის არსებული სტანდარტის დაცვის მხრივ საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. თუმცა, აღნიშნავს, რომ პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით მაინც საკმაოდაა.



„ადრე ჩვენ გვქონდა პრეტენზია, როცა აუთსორსინგზე უნდადათ სხვადასხვა მომსახურების გატანა და ამ გზით თანამშრომლების შემცირება, პენსიონერების გაშვება და რაღაც მსგავსი ქმედებები. ამას აპროტესტებდნენ თანამშრომლები. ამ ეტაპზეც, პენსიონერებზე დაიწყო ისევ საუბარი, მაგრამ ჩვენც ჩავერიეთ და გადადეს წლის ბოლომდე. მე ვიტყოდი, ერთეულ პიროვნებებზე არის ზეწოლა. განსაკუთრებულად ვინც გამოხატავდა პროტესტს 2018 წელს, იმათზეა ზეწოლა. უფრო გაშვების მხრივ კი არა, დაჩაგვრის მხრივ, დაქვეითების და ა.შ. მასშტაბური არ არის ეს პროცესი, უფრო შერჩევითია. თითქოს უნდათ, რომ მათ პირობებზე დაიყოლიონ. მაგალითად, ერთ პიროვნებას, ჯერ საყვედური მისცეს, მიზეზით, რომ ნასვამი იყო სამსახურში მისული. ჩვენ ჩავერიეთ და ამ პიროვნებამ აიღო სასწრაფოდ სიმთვრალე-სიფხიზლის ცნობა, რა თქმა უნდა, არ იყო ნასვამი. ახლა, მის სამუშაო ადგილს უბრალოდ ამცირებენ იმ მიზეზით, რომ ორ განყოფილებას აერთებენ. გააფრთხილეს, რომ გადავა მუშად, ან გაუწყვეტენ კონტრაქტს. როგორც ვიცი, ეს პიროვნება აგრძელებს ბრძოლას სასამართლო გზით, არ ჩერდება. იმ საყვედურის გამოცხადებაზეც სარჩელი შეიტანა და სასამართლომ მიიღო ეს სარჩელი“, – განაცხადა ამირან მიქელაძემ.


შექმნილ ვითარებასთან და თანამშრომელთა ნაწილის პროტესტთან დაკავშირებით კომენტარის მისაღებად „ბანკები და ფინანსები“ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ვებგევრდზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე სამუშაო საათების განმავლობაში, და რამდენიმე გზის დაკავშირების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო.


შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილში, ნავსადგურის თანამშრომლები შესაძლო რეორგანიზაციას და თანამშრომელთა მოსალოდნელ შემცირებას აპროტესტებდნენ. ორი დღის განმავლობაში პორტი პარალიზებული იყო, რის გამოც მაშინ გაფიცულთა ნაწილმა მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, ექვსმა მათგანმა კი შიმშილობა განაგრძო.


ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი მაშინ აცხადებდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არავის ემუქრებოდა და რეორგანიზაციის შესაძლებლობა პორტში ფინანსური და ეკონომიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით განიხილებოდა. საპროტესტო ტალღის შედეგად მაშინ ნავსადგურის დირექტორმა დანიარ მუჰამედ რაჰიმმა თანამდებობა დატოვა.


ბათუმის საზღვაო ნავსადგურს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ მართავს, რომლის მფლობელიც 2008 წლიდან ყაზახური კომპანია „ყაზტრანსოილია“.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up