ბათუმის მერია ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობას ასრულებს. გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია პოტენციური ველომომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეების საჭიროებები, ასევე ასახულია ინფრასტრუქტურისა და დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
„გეგმის მიზანია ქალაქში ველოსიპედით გადაადგილების პირობების გაუმჯობესება.
გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დოკუმენტის პირველადი მონახაზი განიხილეს, რომელშიც პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.
ველოსისტემის გენერალური გეგმის დოკუმენტი მნიშვნელოვანია მომხმარებელთა სერვისების გასაუმჯობესებლად და მწვანე სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზებისთვის.
ველოსიპედით გადაადგილების გენერალური გეგმის შემუშავება ხორციელდება ,,მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში” (Mobility4Cities) - რეგიონულ პროგრამასთან თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.