ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

access_time2019-07-16 18:55:01

ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად.


აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე იახტ-კლუბის მოწყობას, რაც საწინდარი გახდება ქვეყანაში მაღალბიუჯეტიანი ტურისტების სეგმენტის მოსაზიდად.


პროექტის განხორციელების შემთხვევაში, აჭარის სეზონის ხანგრძლივობა გაიზრდება, რადგანაც მთელი წლის განვამლობაში სტუმრებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ მაღალი დონის სხვადასხვა სახის სერვისებით. მრავალსართულიანი კომპლექსის ბოლო სართულზე ვერტმფრენისთვის განკუთვნილი მოედანი იქნება, საიდანაც ფრენები განხორცილედება კურორტ გოდერძის და მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართულებით.


პროექტი ასევე გულისხმობს 2000 სტუმარზე გათვლილი კონგრესცენტრის აშენებას, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ნებისმიერ სტუმარს, მთელი წლის განმვალობაში, სხვადასხვა პროფილის მომსახურებას შესთავაზებს.


ბათუმი რივიერას პროექტის განხორცილების შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები (დასაქმდება დაახლოებით 1000 ადამიანი). პირველი ფაზის დასრულების შემდეგ აჭარის ბიუჯეტში შეტანილი ქონების გადასახადი კი ყოველწლიურად დაახლ. 1.2 მილიონი დოლარი იქნება, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კი  - დაახლ. 7მლნ დოლარი.



პროექტის მიხედვით გათვალისწინებული 2 ჰექტარი მიწის ფართობის გამწვანება და კეთილმოწყობა. აშენდება ამფითეატრი და მოეწყობა საზოგადოებრივი თავშეყრისათვის განკუთვნილი სივრცე. მწვანე ფასადის იქნება ასევე ყველა მაღალსართულიანი ნაგებობა.


„ბათუმი რივიერას“ ხელმძღვანელი, გოგა კაპანაძის თქმით, კომპანიამ პროექტი კანონის სრული დაცვით შეიმუშავა. გაიარა ყველა სახის კონსულტაციები დარგის წამყვან სპეციალისტებთან.


„უახლოეს დღეებში ველოდებით ჰიდროლოგიურ-საინჟინრო დასკვნას გამოცდილი იტალიელი სპეცილისტისგან, რომელმაც შეისწავლა ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი ნაგებობების აშენების მიზანშეწონილობა და ასევე არსებული გეოლოგიური დასკვნა. იტალიური საინჟინრო სტუდია, ( http://www.colleselligeotecnica.it/projects.asp) რომელიც ვენეციის ახალი და ძველი პორტების პროექტზე მუშაობდა, გაგვიწევს კონსულტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ლაგუნის ზღვასთან დაკავშირება. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას , ვმოქმედებთ კანონის სრული დაცვით და ველოდბით გრგ-ს დავალების მიღებას.“ —აცხადებს  გოგა კაპანაძე.

 

 

რივიერასტერიტორია სილქ როუდ ჯგუფმა 2006 წელს შეიძინა,


საგადასახადო ორგანოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე და სახელმწიფოს გადაუხადა 10,086,000 ლარი (რაც იმ დროისთვის მოქმედი კურსით 5.6 მილიონი აშშდოლარის ექვივალენტი იყო).



კომერსანტი

 

 






კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up