ბათუმის კუნძულის პროექტი, იმედია, ანაკლიის პორტის და ნამახვანჰესის ბედს არ გაიზიარებს - ქეთი ბოჭორიშვილი

ბათუმის კუნძულის პროექტი, იმედია, ანაკლიის პორტის და ნამახვანჰესის ბედს არ გაიზიარებს - ქეთი ბოჭორიშვილი

access_time2021-10-13 12:00:38

ბათუმში „ამბასადორი აილენდის“ პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. შავ ზღვაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას ჯამში 100 მლნ დოლარის საინვესტიციო პორტფელი დასჭირდება.



„მსოფლიოში არის ამის პრეცედენტები, როდესაც ხელოვნურ პლატფორმებზე, ხელოვნურ კუნძულებზე ხდება განაშენიანება და არაფერია გასაკვირი, რომ დღევანდელ საქართველოში, ჩვენი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, იმ გარანტიებით, რაც შექმნილია ზოგადად ქართველი ინვესტორებისთვის, მსგავსი ამბიციური პროექტის განხორციელება ხდება შესაძლებელი. ეს არის გრანდიოზული პროექტი, სულ მცირე 100 მლნ დოლარის - 300 მლნ ლარის ინვესტიცია, რომელიც აქ ეტაპობრივად განხორციელდება, ასევე 2000 ადამიანის დასაქმება, რაც ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, რადგან ეს არის არამხოლოდ ტურიზმის განვითარების ახალი პლატფორმა და ტალღა, არამედ ახალი სამუშაო ადგილები ამ მასშტაბური პროექტის წყალობით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.



„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება, რომლის ფარგლებშიც ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ორი ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული აშენდება. მრავალმილიონიანი პროექტების აუცილებლობაზე „კომერსანტთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი საუბრობს, თუმცა არსებული დიდი პროექტების წარუმატებლობის ფონზე, ახალის წარმატებით განხორციელებაში ეჭვი ეპარება. მისი თქმით, როგორც ცნობილია ჯერჯერობით პროექტზე არც მშენებლობის ნებართვა, არც განაშენიანების გეგმა და არც კუნძულის დეტალური არქიტექტურული პროექტი არ არსებობს, ამიტომ ნაადრევია იმაზე საუბარი, ჩვენს რეალობას რამდენად მოერგება.




„მსხვილი საინვესტიციო პროექტები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ქმნის იმ ჯაჭვს, რომ პანდემიის და მსგავსი სირთულეების მიუხედავად, მათ მარტივად არ მოახდინონ თანამშრომლობის გაწყვეტა, ქვეყნიდან ინვესტიციები მარტივად არ გაიტანონ. თუმცა, ამ პროექტზე ძალიან ზოგადი და ზედაპირული ინფორმაცია ვრცელდება, იქ ნაპირსამაგრი სამუშაოებია საჭირო, ინჟინრულად რთული საქმეა, ამიტომ მას მსხვილი ინვესტიცია სჭირდება, საჭიროა ასევე ვიცოდეთ რამდენად რენტაბელური და კონკურენტუნარიანი იქნება. კარგია სხვა ქვეყნებიდან საინტერესო პროექტების გადმოღება, მაგრამ ჩვენს რეალობას უნდა მოვარგოთ, მათ შორის ჩვენს ლანდშაფტს, მოთხოვნას თუ მიწოდებას. ჯერჯერობით რაიმე რეალურ პროექტზე საუბარი ნაადრევია, რადგან არ არის ცნობილი არც გარემოსდაცვითი, არც ინჟინრული და მსგავსი კვლევები. იმედს ვიტოვებ, რომ ამ პროექტს სხვების მსგავსად შეფერხება არ ექნება, რადგან ანაკლიასაც და ნამახვანჰესსაც კარგი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი პროექტის განხორციელება ვერც კი დაიწყო. იმედია მსგავს ბედს ესეც არ გაიზიარებს“, აღნიშნავს ქეთი ბოჭორიშვილი.



აღსანიშნავია, რომ პროექტის ინვესტორია “ამბასადორი ჯგუფი”, რომლის დამფუძნებელიც ქებურიების ოჯახია. მათ აღნაგობის უფლებით აჭარაში გადაეცემათ 90 ჰა ტერიტორია. კომპანიის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი იქნება 1 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.



კომპანია, რომელიც სასტუმროებს ფლობს თბილისსა და კაჭრეთში, 16-სართულიან სასტუმროს ბათუმში ბულვარის შუაგულშიც აშენებს. ამ მშენებლობას არაერთხელ მოჰყვა პროტესტი და აქციები, თუმცა უშედეგოდ, მშენებლობის შეჩერების ნაცვლად, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სასტუმროს მშენებლობის ოფიციალური ნებართვის პირობების დარღვევით, სასტუმროს მე-17 სართულიც ექნება.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up