ბათუმის ისტორიული უბნის და ძეგლების განვითარების პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმის ისტორიული უბნის და ძეგლების განვითარების პრეზენტაცია გაიმართა

access_time2018-02-01 13:45:43

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სასტუმრო ,,რადისონში" გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან ერთად დაესწრო.

 

შეხვედრაზე მერმა აჭარის მთავრობასთან ერთად კოორდინირებული მუშაობის შედეგად ქალაქის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონაში მიღებული პროექტი წარმოადგინა, რომლის მიზანიც ქალაქის სწორი ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ე.წ. ფონური შენობების დაცვა, აღდგენა და რეაბილიტაციაა. პროექტი რამდენიმე ძირეულ ცვლილებას მოიცავს,  კერძოდ:

 

• ქალაქის ისტორიულ სპეციალურ ზონაში პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 15 მეტრიდან 12 მეტრამდე იწევს;

 

• პროექტები შეფასდება დახვეწილი არქიტექტურისა და შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით;

 


• მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მცხოვრებლებისთვის.

 

როგორც ლაშა კომახიძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე მათი მიმდებარე ფონური ნაგებობების (საწყის ეტაპზე ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში) ეტაპობრივად მუნიციპალურ საკუთრებაში გამოსყიდვას მაცხოვრებლებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების გზით. შემდეგ ეტაპზე კი, მოხდება ამ შენობების რეაბილიტაციის პროექტების შემუშავება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით და ინვესტორებისთვის პირობიანი საინვესტიციო წინადადებების შეთავაზება.

 

პროექტის წარდგენის შემდეგ, დამსწრეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ   მიმართა სიტყვით და ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბ პატარაძის თქმით, აღნიშნულ პროექტში მთავრობისა და საზოგადოების ფართო ჩართულობა ცხადყოფს, რომ თემა საკმაოდ აქტუალურია და სწორედ ასეთი ჩართულობითაა შესაძლებელი მივიღოთ შედეგი, - ქალაქ ბათუმის ისტორიული იერსახის შენარჩუნება.

 

ზურაბ პატარაძის თქმით, მერიისა და მთავრობის მიერ კოორდინირებული მუშაობით შემუშავებული პროექტი ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და იმ ფონური ნაგებობების შენარჩუნებასა და აღდგენას, რომლებიც ისტორიული ბათუმის იერსახეს წარმოადგენენ. პარალელურად მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული აღნიშნულ შენობებში მაცხოვრებელთა და ინვესტორთა ინტერესებიც.

 

შეხვედრაზე ქალაქ ბათუმის მერმა ასევე წარმოადგინა ქალაქ ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების ( გეოგრაფიკის მიერ შემუშავებული) დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებული გეგმები და ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დოკუმენტი გათვალისწინებული იქნება ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში, რომლის ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი ტექნიკურ დავალებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში უნდა გამოცხადდეს.

 

შეხვედრის ბოლოს წარმოდგენილი პროექტების განხილვა გაიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე, დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები, დარგის სპეციალისტები და მედიის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.




„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up