ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ამ დროისთვის 28 ინვესტორია შესული

ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ამ დროისთვის 28 ინვესტორია შესული

access_time2022-07-29 14:00:03

ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ამ დროისთვის 28 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა რაოდენობაც სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ზონიდან აუქციონზე კიდევ რამდენიმე მიწის ნაკვეთის გამოტანას აპირებს. მთლიანობაში ბათუმის ინდუსტრიული ზონა 90 ჰა მიწის ნაკვეთზე საწარმოების მოწყობას ითვალისწინებს.


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, რომ ეკონომიკური გათვლების მიხედვით, მოსალოდნელია 75 მლნ დოლარის კერძო ინვესტიცია, რითაც დაახლოებით 1500 სამუშაო ადგილი შეიქმნება.


„ახალი ინდუსტრიული ზონის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური პროექტი, რომელსაც აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ახორციელებს. ამ პროექტის დასრულების შედეგად მობილიზებული იქნება ახალი ინვესტიციები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, აშენდება საწარმო-გადამამუშავებლები.


საერთო ჯამში პროექტის შედეგად 75 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება და 1500-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. ამავდროულად, ბათუმის მუნიციპალიტეტი 14 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება სანიაღვრე არხების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. პარალელურად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აბსოლიტურად გამჭვირვალედ ახორციელებს მიწის ნაკვეთების პრივატიზებას. დღეის მდგომარეობით 28 მიწის ნაკვეთია პრივატიზებული. შესაბამისად 28 პროექტი აქტიურ ფაზაშია. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პროექტი უზრუნველყოფს და მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას აჭარაში“, - აცხადებს ჯაბა ფუტკარაძე.


რაც შეეხება ბიზნესს, კერძო სექტორი ამბობს, რომ გადატვირთული ბათუმის და ინდუსტრიული ზონის ხელსაყრელი მდებარეობის გამო ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში შესვლა მათი შემდგომი გაფართოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 



კომპანია „აღმშენებლობაში“, რომელიც აჭარაში სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, აცხადებენ, რომ ბათუმის ინდუსტრიულმა ზონამ მათ კიდევ უფრო გაფართოების და ბიზნესის ზრდის შესაძლებლობა მისცა.


„კომპანია სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზაციის ბაზარზე წლებია ოპერირებს, თუმცა როდესაც გამოცხადდა აუქციონი ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში მიწების პრივატიზებაზე, იმდენად კარგი პირობები იყო ეტაპობრივი გადახდის საფუძველზე, რომ გადავწყვიტეთ გაფართოება. ბათუმი დღეს საკმაოდ გადატვირთულია, სამრეწველო  ზონად მას უკვე ვეღარ იყენებ. ბათუმის ინდუსტრიული ზონას კი საკმაოდ ხელსაყრელი მდებარეობა აქვს, რადგანაც ის განთავსებულია აეროპორტთან ახლოს, გეზ-თან ახლოს და ასე შემდეგ.


ამ ეტაპზე ვაშენებთ სასაწყობე მეურნეობას. პარალელურად ვიკვლევთ ბაზარს, გვინდა კიდევ უფრო წინ წავიდეთ, განვითარდეთ და ჩვენი საწარმო შევქმნათ. ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას რა მიმართულებით გავფართოვდეთ და კონკრეტულად რა ტიპის საწარმო ავაშენოთ.


გვინდა, რომ ოქტომბრის დასაწყისისთვის უკვე ჩამოყალიბებულები ვიყოთ რა მიმართულებით მივდივართ, რადგანაც ფართი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სასაწყობე მეურნეობასთან ერთად წარმოებაც დავიწყოთ“, - აცხადებს კომპანიის “აღმშენებლობის“ წარმომადგენელი თეა გიორგაძე.


კომპანია დღეს სამშენებლო და სარემონტო საშუალების რეალიზებითაა დაკავებული და ადგილობრივი წარმოების სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზების გარდა პროდუქცია შემოაქვს თურქეთიდან, ჩინეთიდან და ომამდე შემოჰქონდა უკრაინიდანაც.


საწარმოს მშენებლობას და მის გახსნას, არსებული საპრივატიზაციო პირობების მიხედვით „აღმშენებლობა“ 2023 წლის ბოლომდე დაასრულებს. კომპანიას ინდუსტრიულ ზონაში სულ 7012 კვ/მ მიწის ფართობი ეკუთვნის,  საიდანაც 3000 კვ/მ-ზე სასაწყობე მეურნეობას განალაგებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up