„ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსხური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,ბათუმის პორტის" მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის სახელზე გამოგზავნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 110 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.