„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს.
ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა საშუალო ჯამური ფასით - აჭარული გუნდის ფეხბურთელის საშუალო ფასს გერმანული ინტერნეტ-პორტალი 189 ათასი ევროდ აფასებს, ხოლო ეროვნული ლიგის მოთამაშეთა საშუალო ფასი 138 ათასი ევროა. ამ სიაშიც ყველაზე ნაკლები საშუალო შეფასება სამტრედიას მოთამაშეებს დაუწერეს.
წყარო: lelo.ge