ბათუმის ცენტრალურ პარკში საქართველოს ფოსტის მონუმენტი განთავსდა

ბათუმის ცენტრალურ პარკში საქართველოს ფოსტის მონუმენტი განთავსდა

access_time2020-10-09 11:02:49

„გაერთიანებული საფოსტო კავშირის“ ინიციატივით და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმის ცენტრალურ პარკში „საქართველოს ფოსტის“ მონუმენტი განთავსდა. მონუმენტი ასახავს საფოსტო საქმიანობას, მასზე გამოსახულია კურიერი, კონვერტები სხვადასხვა ქვეყნის დასახელებით და მათი „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაწევრიანების წლებით, ასევე „საქართველოს ფოსტის“ ლოგო, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორი. მონუმენტის ავტორი გახლავთ მოქანდაკე დავით ტაბატაძე.


„პირველ რიგში „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებს მინდა მივულოცო „ფოსტის საერთაშორისო დღე“. მე როგორც ფოსტის ერთ-ერთი თანამშრომელი, მოხარული ვარ ამ მონუმენტის შექმნით, რაც ჩვენს სფეროში მოღვაწე ადამიანების შრომის ერთგვარ სიმბოლურ დაფასებას წარმოადგენს. „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელები დაუღალავად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროს და ამინდში, „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს გზავნილის საიმედო და სწრაფ მიწოდებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ფოსტის არსებობას დიდი ხნის ისტორია აქვს, ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ 1805 წელს, თბილისში გაიხსნა პირველი საფოსტო კანტორა და საქართველოში ცნობების სწრაფად გადაცემა ხორციელდებოდა“ - აცხადებს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.


„გაერთიანებული საფოსტო კავშირი გახლავთ ფოსტის თანამშრომელთა გაერთიანება, რომელთა ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა აღნიშნული მონუმენტი. ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია საფოსტო საქმიანობის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მხარდაჭერა და სოციალური უფლებების დაცვა. გამომდინარე აქედან ჩვენმა გაერთიანებამ მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული მონუმენტის სახით გამოგვეხატა პატივისცემა ჩვენს სფეროში მოღვაწე ადამიანების მიმართ“ - განაცხადა გაერთიანებული საფოსტო კავშირის თავმჯდომარემ ნინო წაქაძემ.



„საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის 2 სერვისცენტრით ქ. ბათუმში. კომპანიაში დასაქმებულია 2 700-მდე მაღალკვალიფიციური კადრი, რომლებიც ამასთანავე წარმოადგენენ „გაერთიანებულ საფოსტო კავშირს“. „საქართველოს ფოსტა“ არის უნივერსალური საფოსტო ოპერატორი, მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს და ევროპის საფოსტო გაერთიანების PostEurope-ის წევრი, კომპანია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს 192 ქვეყნის საფოსტო ოპერატორთან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up