ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა იწყება

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა იწყება

access_time2022-07-28 19:00:47

ბათუმის მერიამ ბულვარის განაშენიანების გეგმა გამოაქვეყნა, რომლის საჯარო განხილვაც ხვალ იგეგმება.

„29 ივლისს, 11:00 საათზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (ლუკა ასათიანის ქ. #25) გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბულვარის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა.


შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფისთვის“, აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფო


როგორც „ბათუმელები“ წერს, ბულვარის დამცველები მიიჩნევენ, რომ ეს განხილვა დოკუმენტის საჯაროობას, რაც კანონით სავალდებულოა, ვერ უზრუნველყოფს და ის ფორმალურია.


„სამწუხაროდ, საზოგადოების ჩართულობა, ბოლო პერიოდში, ნაკლებადაა მერიისთვის მნიშვნელოვანი. ცოტა ხნის წინ ძალიან დაჩქარებული წესით, გონივრული ვადების გარეშე, ბევრი გადაწყვეტილება მიიღეს: ეს იყო ჯერ ცვლილება კანონში, შემდეგ ავარიული სახლების პროგრამის განხორციელების წესი და ასე შემდეგ.



ოთხი სხვადასხვა აქტია მიღებული და როდესაც ამის ანალიზს ვაკეთებდით, ერთ-ერთი პუნქტი დავუთმეთ იმას, თუ ამაში რამდენად იყო უზრუნველყოფილი საზოგადოების ჩართულობა, იყო თუ არა კონსულტაციები ექსპერტებთან, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ… არცერთი არ მომხდარა.


ჩვეულებრივი ამბავი გახდა, როცა ქალაქის არჩეული თვითმმართველობა, ისე იღებს გადაწყვეტილებას, არ ეკითხება ბათუმელებს. საკრებულოს კომიტეტებში კი ერთკვირიანი ვადა მაინც აქვთ საკითხების შესასწავლად“, – ამბობს თამარ მამეიშვილი. ის „ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი და ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთ-ერთი აქტიური დამცველია.


ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა რამიშვილი აცხადებს, რომ ბულვარის განგეგმა მერიამ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ერთი თვის წინ გამოაქვეყნა: „გარდა ამისა ბულვარში დიდი ბილბორდი გამოვაქვეყნეთო.“


ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა განთავსებულია აქ:


წყარო: ბათუმელები




ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს

ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
access_time2022-10-05 21:55:28
5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა და  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე ეროვნული ჯილდოს მფლობელი...

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ
access_time2022-10-05 23:30:37
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს დააწესებენ რუსული საწვავის ღირებულებაზე, რადგან ეს შეუსაბამოა. „ჩვენთვის შეუსაბამოა ასეთი ინსტრუმენტის დანერგვით  მოვამარაგოთ ის მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ფასების შეზღუდვას. ნავთობს მივაწოდებთ მხოლოდ მათ, ვინც უზრუნველყოფს საბაზრო ფასების მექანიზმებს“, - განაცხადა მან. ნოვაკის თქმით, რუსეთი...

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა
access_time2022-10-05 22:30:49
აზერბაიჯანმა გემების ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.  შესაბამისი გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. კასპიის ზღვაში მცურავი გემების ეკიპაჟისთვის გადახდილი თანხების ოდენობა გაიზარდა 15-დან 25 მანეთამდე (დღეში), ხოლო კასპიის ზღვის წყლების გარეთ მცურავი გემების ეკიპაჟისთვის - 15-დან 25 აშშ დოლარამდე.

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?
access_time2022-10-06 00:00:54
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც...

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა
access_time2022-10-05 20:30:31
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა. რუსული მედიის ცნობით, განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილ კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპერირებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბრამდე გაცემული ყველა ნებართვა, ძალაში რჩება რუსეთის კანონების...


მსგავსი სიახლეები

up