ბათუმის ახალი ბულვარი სეზონს ძველი პრობლემებით ხვდება

ბათუმის ახალი ბულვარი სეზონს ძველი პრობლემებით ხვდება

access_time2016-05-09 17:00:45

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად  შპს "ბათუმის ბულვარმა" მიმდინარე წელს 59 230 ლარი გამოყო. რას გააკეთებს და რის გაკეთებას ვერ წყვეტს „ბათუმის ბულვარი" საკუთარ ტერიტორიაზე?


როგორც `ბათუმის ბულვარში" აცხადებენ, ახალი ბულვარის საზღვრები ამფითეატრამდეა. „ამის იქით, ბათუმის მერიაა პასუხისმგებელი", - ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში. თუმცა პრობლემები ორივე მხარესაა. სამი წლის წინ შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დღესაც იმავე მდგომარეობაშია. ზღვის სანაპიროზე, ჩამოშლილი მიწის ბელტები და ქვა-ღორღი ყრია. აქვეა გაურკვეველი წარმოშობის ბეტონის ნარჩენებიც. გრძელი სკამები კი დღემდე ზღვისგან დაზიანებული ბილიკის ზოლზეა განლაგებული.


ახალი ბულვარის ტერიტორიაზე თითქმის წაშლილია ველობილიკები, რომლებიც ჭოროხამდე გრძელდება. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სანაპირო ზოლზე ინფრასტრუქტურა მოშლილია, თუმცა ამის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები არსად დგას. ტერიტორია არ ნათდება ღამით, რის გამოც ველოსიპედისტები შესაძლებელია საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.


"ტექნიკური სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 59 230 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით იგეგმება პლაჟის მოსწორება. ტენდერი ჩატარდა ველობილიკების შეღებვაზეც. ელოდებიან ამინდის გამოსვლას, რომ შეღებვა დაიწყონ. ველობილიკები შეიღებება „ალი და ნინოს" ქანდაკებიდან და დასრულდება ამფითეატრთან", - აცხადებს  „ბათუმის ბულვარის" ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი კოტია. მისი თქმით, ამის იქეთ ველობილიკების შეღებვაზე მერიაა პასუხისმგებელი.


ახალ ბულვარში მწყობრიდანაა გამოსული ამფითეატრი. როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კომპანია, რომელმაც თავის დროზე ვალდებულება აიღო ამფითეატრის მემბრანულ გადახურვაზე, სამუშაოების შესრულებაზე უარს აცხადებს. „საქმე სასამართლოშია და არ ვიცით, რა გადაწყვეტილებაა მიღებული", - აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში. მორჩენილი ფილების საწყობად არის ქცეული ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაც.


„ეს ფილები ეკუთვნის მერიას და დროებით არის აქ დასაწყობებული. ამ დღეებში ალბათ ტენდერი გამოცხადდება მომსახურებაზე და მოხდება მათი გადატანა მერიის საწყობში". ამფითეატრის უკან რკინის თეთრი ბოძებიც აწყვია. „ესეც დროებით არის აქ, ადრე არდაგანის ტბის ირგვლივ იდგა, აიღეს და ამფითეატრის უკან დაასაწყობეს", - განმარტავს  ირაკლი კოტია.



ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაჟანგული და მწყობრიდან გამოსულია ველოტერმინალიც. არც მის გვერდით დამონტაჟებული ვიდეოთვალი მუშაობს. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტერმინალი შპს „ბათუმველოს" საკუთრებაშია და მის გამართვაზეც პასუხისმგებელი ის არის. „მოაწესრიგებენ ალბათ", - ამბობს ირაკლი კოტია.


რაც შეეხება გამწვანებას, ბულვარის დეკორატიული ნაწილი სარეველებითაა დაფარული. ზოგიერთ მცენარეს ჩამომტვრეული აქვს ტოტები.„ბათუმის ბულვარის" გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის გენო ნოღაიდელის თქმით, ბულვარში მცენარეების მოწესრიგებას თბილი ამინდის დადგომის შემდეგ დაიწყებენ.„მცენარეები, რომლებიც დეკორატიულ ზოლშია ამოზრდილი, სპეციალური შხამ-ქიმიკატით დაიწამლება. მიმდინარე სამუშაოებს - ბარვას, გათოხნას და სასუქების შეტანას მოვრჩით და მაისიდან დავიწყებთ სარეველების მოშორებასაც. ჩამომტვრეული ქერქისგან გაიწმინდება მაღალი პალმებიც და წესრიგში იქნება ყველაფერი"-აცხადებს ნოღაიდელი.


რაც შეეხება ახალ ნარგავებს, გენო ნოღაიდელი ამბობს, რომ 900 ძირი მცენარე უკვე დაირგო, ნაწილი კი შემოდგომაზე დაირგვება. „ახალი მცენარეებიც წამოიზარდნენ და რამდენიმე წელიწადში თვალშისაცემი იქნება გამწვანება".


ახალი ბულვარის ტერიტორიაზე რეკონსტრუქციას საჭიროებს კაფე-ბარებიც. თუმცა, ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათ მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი მოიჯარეები არიან.

გაუქმებული ველოტერმინალები ახალ ბულვარში

.ე.წ ამფიტიატრის გვერდით ტერიტორია. ახალი ბულვარი.

დაზიანებული სანაპირო ახალ ბულვარში.

ახალი ბულვარი

 

გაზეთ "ბათუმელების" მასალები




კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up