ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება იზრდება

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება იზრდება

access_time2020-11-19 15:39:04

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება იზრდება და ბიუჯეტის პროექტი 150 მილიონ 100 ათასი ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.



„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური ტრანსფერი შეადგენს - 45 მილიონ ლარს, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 1 მილიონ ლარამდე.



გასულ წელთან შეადარებით, 1 მილიონ 268 ათასი ლარით მცირდება ხარჯვითი ნაწილი, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ და სხვადასხვა ტიპის ხარჯებს.



1 მილიონ 100 ათასამდე ლარით იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსების ნაწილი. მიმდინარე პროგრამებს ემატება შემდეგი ღონისძიებები:



· სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულა) ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ ყოველთვიური მატერიალური დახმარება 50 ლარის ოდენობით.



· სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულა) ერთ წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიური მატერიალური დახმარებოს ოდენობა იზრდება და განისაზღვრება 90 ლარით, ნაცვლად 60 ლარისა.




· თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურების ფარგლებში მომსახურება გაეწევა დამატებით 50 ბენეფიციარს და მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 100-ს.



· მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში არის ორი შშმ პირი, ორი ვეტერანი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირი/ვეტერანი, შშმ პირი და ვეტერანი, გათვალისწინებული იქნება ერთდროულად ორი 200 ლარიანი ვაუჩერის გაცემა.



შრომითი ანაზღაურება გაეზრდებათ: მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს, ბათუმის საბავშვო ბაღებს, კერძოდ: ბაღის აღმზრდელებს, აღმზრდელის თანაშემწეებს, მედდებს, მზარეულებსა და ტექნიკურ პერსონალს.



2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტად განისაზღვრა ინფრასტრუქტურული პროექტები. 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მცირდება საერთაშორისო პროექტების თანადაფინანსების წილი. აქედან გამომდინარე, მუნიციპალური ფინანსური რესურსები მიიმართება კაპიტალურ პროექტებზე. შესაბამისად, მიმდინარე წელთან მიმართებაში



· საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება იზრდება ნახევარ მილიონამდე ლარით.



· სანიაღვრე სისტემების მოწყობისთვის გათვალისწინებული თანხა იზრდება 2 მილიონ 400 ათასამდე ლარით.



· სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება იზრდება 3 მილიონ 100 ათასი ლარით.



· სპორტული ინფრასტრუქტურის განვითრებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა იზრდება 1 მილიონ 200 ათასი ლარით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
ბიუჯეტი



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-26 21:00:26
დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი: 1.  ორთვიანი შეზღუდვები - რა იკრძალება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე? საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი...

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-26 18:15:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3137 ლარი გახდა....

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია
access_time2020-11-26 20:00:13
შავი პარასკევი - არის პირველი პარასკევი ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულის - მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, როგორც წესი 23-დან 29-რიცხვამდე. სწორედ ამ დღეს იწყება...

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა
access_time2020-11-26 19:00:14
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2020 წლის 3 კვარტალში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. რასთან არის ეს დაკავშირებული და შეიძლება თუ არა ეს გამოკვეთილ ტენდენციად ჩაითვალოს?   აგრარული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო წელი, როდესაც 2013 წელს დაწყებულმა აგროსექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო  პროგრამებმა შედეგები გამოიღეს.   ერთ-ერთი ასეთი პროექტია „დარგე მომავალი“, რომელიც ხილის და...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
access_time2020-11-26 17:25:29
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და მათი დაძლევის გზები იყო განიხილვის მთავარი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან, სელიმ ჩაკირთან, გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ, სოსო ფხაკაძესთან ერთად აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საუბარი ასევე შეეხო ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ, ასოციაციის წარმომადგენლებმა სავალუტო ფონდს გაუზიარეს ის წუხილი, რომელიც საქართველოში მოქმედ...


მსგავსი სიახლეები

up