ბათუმში, Le Méridien-ის სასტუმრო პირველ სტუმრებს მარტში მიიღებს

ბათუმში, Le Méridien-ის სასტუმრო პირველ სტუმრებს მარტში მიიღებს

access_time2020-02-25 14:45:21

ორი ნაწილისგან შემდგარი “ბათუმი თაუერსი“, სადაც Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო განთავსდება, ოფიციალურად 2020 წლის მარტში გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია Le Méridien batumi-ის ფბ გვერდზეა  მითითებული.


„რედკოს“ დიზაინერებმა შექმნეს 5 ტიპის ბინის პროექტი, სხვადასხვა პროექტის ინტერიერის დიზაინზე მუშაობდა ქართული კომპანია რუმსი და ცნობილი ინტერიერის დიზაინერი დავით ქოიავა.


205 მეტრის სიმაღლის, 35-სართულიანი შენობა ჯამში 91 რეზიდენციას მოიცავს.

„ბათუმი თაუერში“ რეზიდენციების ტიპები კვადრატულობის მიხედვით ნაწილდება შემდეგნაირად - 67,5 კვ.მ. 76,4 კვ.მ., 92,3 კვ.მ., 174,4 კვ.მ., 235,3 კვ.მ. ყველაზე პატარა აპარტამენტი ორი საძინებლითაა წარმოდგენილი და მინიმალური ფასი იწყება 391 900 ლარიდან. კლიენტის სურვილისამებრ შესაძლებელია ფართების ინდივიდუალური დაგეგმარებაც.


რაც შეეხება  Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიან Le Méridien-ის სასტუმროს, ობიექტში იქნება  ღია და დახურული აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი, რამდენიმე რესტორნი, ლაუნჯი და ღია ტერასა , საკონფერენციო და სადღესასწაულო დარბაზები  და სამორინეები. აქ გაიხსნება ორსართულიანი კაზინოც.



„ბათუმი თაუერის“ 26-ე სართულზე დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი. კომპლექსი მდებარეობს ბათუმის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე. სასტუმროში წარმოდგენილი იქნება 105 თანამედროვედ გაწყობილი ექსკლუზიური ნომერი.


დეველოპერულმა კომპანია “რედკომ“ „ბათუმი თაუერის“ შენობა 25 მილიონ დოლარად შეიძინა. ბათუმი თაუერში სხვადასხვა სახის კომერციული ფართები იყიდება და მათ შორისაა მაღალი კლასის საცხოვრებელი რეზიდენციებიც.


პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია.



კომპანია REDCO ძირითადად საქმიანობს აპარტ-ოტელების მშენებლობასა და რეალიზაციის სფეროში. 2012 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 2013 წლის ოქტომბერში პარიზში კომპანია REDCO-ს გადაეცა ჯილდო “International gold star for quality” (საერთაშორისო ოქროს ხარისხის ვარსკვლავი). 2014 წელს ნიუ იორკში კომპანია რედკო “International award for excellence and business prestige”-ის პრიზით დააჯილდოვეს.


Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. რაც შეეხება Marriott-ს, მის ქსელში ამჟამად შედიან ისეთი ბრენდების სასტუმროები როგორებიცაა „Carlton, „Bulgari, „Courtyard, „Residence Inn, „Marriott Hotels, „St. Regis, „Le Meridien. Sheraton.


სოფო ქსოვრელი 



თეგები:
Le Méridien



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up