ბათუმი-სარფის ახალი გზა – ოჯახების განსახლების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია

ბათუმი-სარფის ახალი გზა – ოჯახების განსახლების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია

access_time2020-06-09 18:00:00

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის გამო განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციის დამუშავება დაწყებულია – მოგვწერეს დღეს, 8 ივნისს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. აღნიშნული გზა, რომლის მშენებლობაც 2021 წელს უნდა დაიწყოს, ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება იქნება – მდინარე ჭოროხიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე.


ახალი გზის მშენებლობის გამო საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადებაც. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები ამ კუთხითაც მიმდინარეობს.


„განსახლების სამოქმედო გეგმა და გზშ წარმოდგენილი იქნება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის ფინალურ ანგარიშთან ერთად“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.


როდის უნდა დაწყებულიყო ბათუმი-სარფის გზის დეტალური პროექტირების სამუშაოები და რა ეტაპზეა? – დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთობლივი საწარმოს Spea Engineering S.p.A. & IRD Engineering S.R.L-ს მიერ დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება [სტადია 1] და მიმდინარეობს დატალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.


„დეტალური პროექტირება საპროექტო ორგანიზაციამ დაიწყო 2020 წლის 3 თებერვალს და ხელშეკრულების მიხედვით, მისი ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტით აღნიშნული ვადა უცვლელია და საპროექტო ორგანიზაცია მაქსიმალური შესაძლო რესურსით აგრძელებს სამუშაოებს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვინაიდან მათი სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ მილანში, იტალიაში, ახალი კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზეგავლენა იქონია საველე-საკვლევაძიებო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებაში და საპროექტო ჯგუფის საქართველოში მობილიზაციაში, რაც თავის მხრივ, სავარაუდოდ, იმოქმედებს საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ვადებზე,“ – აღნიშნულია დეპარტამენტს მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც „ბათუმელებმა 8 ივნისს მიიღო.



დაახლოებით ერთი თვის წინ კი, დეპარტამენტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ბათუმი-სარფის ახალი გზის დეტალური პროექტირება „ყველაზე კარგ შემთხვევაში 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მეტი გადავადება თუ არ იქნება“.


ბათუმი-სარფის გზის „ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დეტალური პროექტის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაზე“, გზების დეპარტამენტსა და Spea Engineering S.p.A. & IRD Engineering S.R.L-ს შორის, კონტრაქტი, 2017 წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა.


„შესყიდვა განხორციელდა საერთაშორისო ტენდერით, აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებითა და პროცედურების თანახმად“, – აცხადებენ დეპარტამენტში. – „კონტრაქტის ღირებულება არის 2 306 310 აშშ დოლარი და 2 642 998 ლარი, არაპირდაპირი ადგილობრივი გადასახადების ჩათვლით. აღნიშნული კონტრაქტი გაფორმებულია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების ფარგლებში“.


დეპარტამენტიდან მოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ როდის უნდა დაიწყოს და დასრულდეს გზის მშენებლობა, გზის საერთო სიგრძე; ამასთან, აშენდება თუ არა ახალი ხიდი ჭოროხზე და რამდენი გვირაბის და ხიდის მშენებლობა იგეგმება [მათი სავარაუდო სიგრძეების მითითებით].


„ზემოთ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა და ასევე გვირაბის მოწყობა. დეტალური ტექნიკური მახასიათებლები და სამშენებლო სამუშაოების ვადა დაზუსტდება დეტალური პროექტის წარმოდგენის შემდეგ, თუმცა, იგეგმება შესაბამისი ღონისძიებების დაწყება 2021 წელს,“ – აღნიშნულია დეპარტამენტის პასუხში.


წყარო: ბათუმელები





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up