„ბათუმის სანაპირო ზოლი უსახური და უკანონო ობიექტისგან თავისუფლდება“ - მზადება  აჭარაში ზაფხულის საკურორტო სეზონისთვის

„ბათუმის სანაპირო ზოლი უსახური და უკანონო ობიექტისგან თავისუფლდება“ - მზადება აჭარაში ზაფხულის საკურორტო სეზონისთვის

access_time2019-05-07 16:30:53

უახლოეს რამდენიმე კვირაში აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. როგორი სიტუაციაა ზღვისპირა ქალაქებში, რას სთავაზობს ჩასულ ტურისტებს როგორც რეგიონის ხელმძღვანელობა ისე კერძო სექტორი?


როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, ზაფხულის დადგომამდე ერთი თვით ადრეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ზუსტად არ იცის კონკრეტულად რითი იქნება განსხვავებული წლევანდელი საზაფხულო სეზონი. მათი თქმით, გეგმაზე ამჟამად მუშაობენ და დეტალებს რამდენიმე დღეში მოგვაწვდიან.


რაც შეეხება ბათუმის ბულვარს, ზაფხულის ტურისტულ სეზონს მრავალი სიახლით ხვდება. ამის შესახებ „კომერსანტს“  სსიპ „ბათუმის ბულვარში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ბათუმის ბულვარს თავისი ისტორიის მანძილზე პირველად განვითარების გეგმა ექნება., ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ბულვარის კონსერვაციის საკითხზეც.


როგორც „ბათუმის ბულვარში“ განმარტავენ, სეზონისათვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და  რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.


„დაიწყო ველობილიკის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიხედვით, მოწესრიგდება და შეიღებება 5100 მეტრი ველოტრასა. ტურისტულ სეზონზე მოწესრიგებული საველოსიპედო ბილიკი მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო იქნება გადაადგილებისათვის,“ — აღნიშნავენ „ბათუმის ბულვარში“.


მათივე ინფორმაციით, ახალ ბულვარში არსებულ საბავშვო კუთხეში პლასტმასის ატრაქციონებს,  ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან დამზადებული ახალი საბავშვო ატრაქციონები ჩაანაცვლებს. ბათუმის ძველ ბულვარში არსებული გედების ტბას კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. მოეწყობა იასონ გორდეზიანის სახელობის  სკვერი.


ძველი ბულვარის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი დანიშნულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საპირფარეშოები მოეწყობა, რომელშიც ბავშვთა გამოსაცვლელი სივრცე განთავსდება.



„წელს, ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სანაპიროზე  გადასასვლელი ხის ბილიკების, საშხაპეებისა და გამოსაცვლელის, ასევე, ადაპტირებული საპირფარეშოების მოწყობა იგეგმება. სანაპირო ზოლი აღიჭურვება ტივტივა ეტლებით, რომელთა  სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს.


აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას  ემსახურება,“ — აცხადებენ „ბათუმის ბულვარში“.


მათივე ინფორმაციით, ბათუმის სანაპიროზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. სანაპირო ზოლი უსახური და უკანონო ობიექტისგან თავისუფლდება. აღნიშნული ღონისძიებების გატარება ბათუმის ბულვარის ინიციატივით, აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. 


„ბათუმის ბულვარში“ განმარტავენ, რომ  ბათუმის ბულვარისთვის მნიშვნელოვანია ზღვისპირა ბულვარში ქალაქის მაცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის დასვენების უსაფრთხო და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა. მათივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში, ბათუმის ბულვარი სრულად იქნება მზად მრავალ მნიშვნელოვან ფესტივალსა და კონცერტს უმასპინძლოს.


რა მოლოდინები არსებობს ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით კერძო სექტორში?


ბათუმში მდებარე 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო Driam tower-ის მენეჯერი ნანა ბალაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო მიმდინარე სეზონისთვის გაიხსნა, შესაბამისად, მიმდინარე წელს დიდი მოლოდინით ხვდება. მისი განცხადებით, სასტუმროს უკვე აქვს ჯავშნები ივნისი-სექტემბრის პერიოდზე. „აღნიშნულ პერიოდში ჩვენთან სტუმრები გვეყოლება ბელორუსიდან, ასევე ველოდებით სტუმრებს თურქეთიდანაც. ბათუმშიც ყველაფერი მოწესრიგებულია და დიდი იმედი გვაქვს,რომ აქ ჩამოსული ტურისტი კმაყოფილი დარჩება“-აცხადებს ბალაძე.


მისი განმარტებით, ამჟამად  სასტუმროში 1-ადგილიანი სტანდარტული ოთახი 80 ლარი ღირს (საუზმით), თუმცა, ფასები აქტიურ სეზონზე შედარებით გაიზრდება.


4 ვარსკვლავიან, ბუტიკის სასტუმრო Batumi World Palace-ში ზაფხულის საკურორტო სეზონისთვის დიდ მოლოდინებს ამყარებენ. ეს კი გაზრდილ ფრენებს, ავიამიმოსვლას უკავშირდება. კერძოდ, როგორც სასტუმროში განმარტავენ, წელს ბათუმიდან პირდაპირი რეისები ხოციელდება არაბულ ქვეყნებში ,ფრენების რაოდენობა გაიზარდა ევროპულ ქვეყნებშიც, რაც  ტურისტების ზრდაზე პირდაპირ აისახება. შესაბამისად, ბათუმში სასტუმროები იმაზე მეტად დატვირთული იქნება, ვიდრე გასულ წლებში.


მათივე ინფორმაციით, სასტუმრო Batumi World Palace-ში ჯავშნები უკვე გაკეთებულია, მათ შორის, გერმანიიდან, პოლონეთიდან.  რაც შეეხება ფასებს, ამჟამად  სასტუმროში 1-ადგილიანი სტანდარტული ოთახი 120-180 დოლარი ღირს (საუზმით), თუმცა, ფასები აქტიურ სეზონზე შედარებით გაიზრდება.


სოფო ქსოვრელი 






აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...


მსგავსი სიახლეები

up