„ბათუმი რივიერას“ მშენებლობა პანდემიის გამო დაპაუზებულია და გაგრძელება მომავალ წლამდე არ იგეგმება

„ბათუმი რივიერას“ მშენებლობა პანდემიის გამო დაპაუზებულია და გაგრძელება მომავალ წლამდე არ იგეგმება

access_time2021-02-08 12:00:50

ბათუმში „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი მიწის ფართობზე მულტიფუნქციური კომპლექსის „ბათუმი რივიერას“ მშენებლობა იგეგმება, თუმცა პანდემიის გამო პროექტი თვეების განმავლობაში დაპაუზებულია.


„პანდემიის გამო ბათუმი რივიერას მშენებლობა უკვე თვეებია დაპაუზებულია, სიტუაციის განმუხტვას ველოდებით, ასევე ტურიზმის გახსნას, ამიტომ ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. სატესტო ხიმინჯები გავაკეთეთ და ამის შემდეგ შეჩერება მოგვიწია. მშენებლობის განახლება მომავალ წლამდე არ იგეგმება, სავარაუდოდ 2022 წლის დასაწყისში გავაგრძელებთ. რაც შეეხება პროექტს, სხვა მხრივ ამ ეტაპზე ყველაფერი უცვლელია“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გოგა კაპანაძემ განუცხადა.


„ბათუმი რივიერას“ პროექტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარზე პარკის განაშენიანებასაც მოიცავს, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშივე დარჩება. ტერიტორია გახდება ბულვარის შემადგენელი ნაწილი და შეუნარჩუნდება რეკრეაციული ზონის სტატუსი. „სილქ როუდ ჯგუფი“ მხოლოდ მის ლანშაფტურ დიზაინს შექმნის. ასევე, პროექტის ნაწილად მოიაზრება 20-წლიანი იჯარით აღებული იახტკლუბის ტერიტორია. საწყის ეტაპზე, იახტ კლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ.



პროექტის თანახმად, ასევე დაგეგმილია საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, კეთილმოწყობილი პარკის, განსხვავებული კონცეფციის კაზინოს, 2000 სტუმარზე გათვლილი მულტიფუნქციური კონგრეს ცენტრის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება სპორტული შეჯიბრებების, კონცერტების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების მოწყობა. იგეგმება კაფეების, რესტორნების და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობაც.


როგორც ცნობილია, „სილქ როუდ ჯგუფმა“ „ბათუმი რივიერის“ პროექტის არქიტექტურულ დიზაინსა და ურბანულ დაგეგმარებაზე ისეთ წამყვან კომპანიასთან იმუშავა, როგორიც არის Chapman Taylor. პროექტის კონცეფცია და იერსახე „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ თავიდანვე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. სწორედ ამიტომ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც 25-მა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შედეგად, სამუშაოს შესრულება Chapman Taylor-ს დაევალა.


პროექტი რამდენიმეეტაპიანი იქნება და მისი სრულად დასრულება 5 წელიწადში იგეგმებოდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მშენებლობის გაჭიანურების გამო შესაძლოა დასრულების თარიღი და ვადებიც შეიცვალოს.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up