„სილქ როუ ჯგუფი“ - „ბათუმი რივიერას“  მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება

„სილქ როუ ჯგუფი“ - „ბათუმი რივიერას“ მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება

access_time2019-09-18 17:00:47

ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე „სილქ როუ ჯგუფი“ 350 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მულტიფუნქციური პროექტ „ბათუმი რივიერას“ მშენებლობას  მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებს  ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გოგა კაპანაძემ განუცხადა. მისი ინფორმაცით, კომპანიამ გრგ-ე მერიაში უკვე შეათანხმა. ამჟამად, კომპანია ბათუმის მერიისგან მშენებლობის ნებართვის მისაღებად ემზადება.



კერძოდ,არქიტექტორები და კონსტრუქტორები ასრულებენ პროექტზე მუშაობას და საბოლოო ვარიანტი მუნიციპალიტეტში უახლოეს კვირებში შევა.



„ვადები უცნობია, მაგალითად გრგ-ს შეთანხმებას ორი თვე სჭირდებოდა და რეალურად, მისი დამტკიცება ერთ წელში მოხდა. კანონით კი სულ სხვა ვადები იყო განსაზღვრული. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე მივიღებთ სამშენებლო ნებართვას. როგორც კი ეს მოხდება, მშენებლობას დავიწყებთ“-აღნიშნავს კაპანაძე.



მისივე განცხადებით, მანამდე კომპანია მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერს გამოაცხადებს.





პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ფართობზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი პარკის განაშენიანება, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშივე დარჩება. ტერიტორია გახდება ბულვარის შემადგენელი ნაწილი და შეუნარჩუნდება რეკრეაციული ზონის სტატუსი. „სილქ როუდ ჯგუფი“ მხოლოდ მის ლანშაფტურ დიზაინს შექმნის. ასევე, პროექტის ნაწილად მოიაზრება 20-წლიანი იჯარით აღებული იახტკლუბის ტერიტორია.



„მაცხოვრებლების და მათი სტუმრების ყურადღებას ზღვის ბუნებრივი წყლით შევსებული, ხელოვნური ლაგუნა მიიპყრობს, სადაც მათ მცირე ზომის იახტები მოემსახურება და გარშემო მდებარე კაფეები და რესტორნები მიიზიდავთ. მიგვაჩნია, რომ ბათუმში, მაღალ და საშუალო შემოსავლიანი ტურისტული სეგმენტის გაზრდაზე და ოთხივე სეზონის განვითარებაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. „ბათუმი რივიერა“ გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების მიზიდულობის ცენტრი გახდება. ქალაქის პირველი კონვენციის ცენტრი, რომელიც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მრავალფუნქციური სივრცე იქნება, წლის განმავლობაში დიდ აუდიტორიაზე გათვლილ სხვადასხვა კონფერენციებს, გამოფენებს და კონცერტებს უმასპინძლებს და შესაბამისად, აქტიური სეზონის ხანგრძლივობას გაზრდის, რაც დამატებით შემოსავალს გულისხმობს როგორც აჭარის ბიუჯეტისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გაზაფხულ-ზაფხულში „ბათუმი რივიერა“ იახტების მოყვარულებით დაიტვირთება და მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტებს მოიზიდავს, რომელთა რაოდენობა, სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, საქართველოში, ჯერჯერობით მცირეა.



იახტკლუბი 30 მეტრის სიგრძის იახტების მიღებას შეძლებს. აქ იქნება რესტორნები, გასართობი ცენტრი და ზღვის წყლით ავსებული ღია აუზი. რაც შეეხება ზამთარს, ამ პერიოდის აჭარაში გატარება კიდევ უფრო საინტერესო გახდება. „სილქ თაუერის” სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი მოეწყობა და „ბათუმი რივიერა“ მის მაცხოვრებლებს გოდერძისა და მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართულებით ფრენებს შესთავაზებს,“
 განუცხადეს “კომერსანტს“  რამდენიმე თვის წინ  კომპანიაში.



პროექტის თანახმად, ასევე დაგეგმილია საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, კეთილმოწყობილი პარკის, განსხვავებული კონცეფციის კაზინოს, 2000 სტუმარზე გათვლილი მულტიფუნქციური კონგრეს ცენტრის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება სპორტული შეჯიბრებების, კონცერტების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების მოწყობა.



იგეგმება კაფეების, რესტორნების და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობაც.



პროექტი რამდენიმეეტაპიანი იქნება და მისი სრულად დასრულება 5 წელიწადში იგეგმება. „ბათუმი რივიერას“ მხარდამჭერია „თანაინვესტირების ფონდი“. პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია „ბათუმის იახტ კლუბია“, რომელიც იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას, მინიმუმ, 20 წლის ვადით იღებს. საწყის ეტაპზე, იახტ კლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ.




რაც შეეხება იმას, თუ რომელი საერთაშორისო ბრენდი იქნება პროექტში არსებულ სასტუმროების ოპერატორი და მიმდინარეობს თუ არა მათთან მოლაპარაკებები, კაპანაძე რამდენიმე თვის წინ აღნიშნავდა, რომ შესაძლოა ეს „რედისონიც“ იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვას გასცემს, სხვადასსხვა საერთაშორისო ოპერატორტან მოლაპარაკებები დაიწყება.




როგორც ცნობილია, „სილქ როუდ ჯგუფმა“ „ბათუმი რივიერის“ პროექტის არქიტექტურულ დიზაინსა და ურბანულ დაგეგმარებაზე ისეთ წამყვან კომპანიასთან იმუშავა, როგორიც არის “Chapman Taylor”.პროექტის კონცეფცია და იერსახე „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ თავიდანვე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. სწორედ ამიტომ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც 25-მა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შედეგად, სამუშაოს შესრულება „Chapman Taylor-ს“ დაევალა. კომპანიას გააჩნია 60-წლიანი გამოცდილება და დაჯილდოებულია 250-ზე მეტი საერთაშორისო პრიზით, როგორიც არის MIPIM Awards, International Property Awards, The Global RLI Awards, ICSC European Shopping Center Awards და კიდევ სხვა მრავალი.






სოფო ქსოვრელი 





ირაკლი ყიფიანი: „ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით“

ირაკლი ყიფიანი: „ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით“
access_time2020-04-08 15:00:14
COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით მიღებულ ზარალთან გასამკლავებლად, ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარადგინა, რომელიც ადამიანების, ოჯახების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე გულისხმობს. გეგმის მიხედვით, ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის, და არა ვაუჩერების გადაცემით, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ, დაფარავენ კომუნალურ გადასახადს, შეიძენენ საკვებს, მედიკამენტებს თუ სხვა პროდუქტებს....

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა
access_time2020-04-08 15:00:32
მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ფუნქციონირება არ ეზღუდება. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. მთავრობის №222 დადგენილების თანახმად , ცვლილება შედის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური სუბიექტების საქმინობას...

ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფის“ მიმდინარე ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს

ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფის“ მიმდინარე  ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს
access_time2020-04-08 13:00:51
ლაშა პაპაშვილი იმ  მიმდინარე ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საინვესტიციო კომპანია „რედიქს ჯგუფი“ ახორციელებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, მათ შორისააა, თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომლის გახსნის თარიღმაც ორჯერ გადაიწია. „ჭავჭავაძეზე უნდა გაგვეხსნა Hilton-ი,მაგრამ მასთან ერთად ყველაფერი შევაჩერეთ და კონსერვაციის გეგმაზე ვმუშაობთ. პირველივე დღეებში მოგვიწია „კლუბი 71“-ის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს
access_time2020-04-08 12:30:14
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1656-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1813-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1748 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.

 საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.
access_time2020-04-08 10:30:05
“აღნიშნული ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას”-აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.   “ეს გადაწყვეტილება ცალსახად არის ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი.  ჩვენ ყოველთვის უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით და ვმუშაობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების...


მსგავსი სიახლეები

up