„ბათუმი მილიონობით ტურისტს ვერ უმასპინძლებს,“– ბათუმის რესტორნებისა და კაფეების ხელმძღვანელები კრიტიკას არ იღებენ

„ბათუმი მილიონობით ტურისტს ვერ უმასპინძლებს,“– ბათუმის რესტორნებისა და კაფეების ხელმძღვანელები კრიტიკას არ იღებენ

person access_time2016-06-14 09:00:59

Maroon 5-ის კონცერტმა აჭარის ტურისტული ბიზნესის პრობლემები მწვავედ წარმოაჩინა. როგორც ცნობილია, სახელმწიფომ ტურისტული სეზონის გასააქტიურებლად და ვიზიტორების მოსაზიდად 29-მილიონიანი პროექტი Check in Georgia დაიწყო და ქვეყნის 19 ქალაქში, 35 ფესტივალი დაგეგმა. რამდენიმე კონცერტი პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა, მათ შორის იყო Maroon 5-ის კონცერტი ბათუმში.

 

ბათუმში ამ კუთხით არსებული პრობლემები ხელისუფლებამაც აღიარა. პრემირ-მინისტრის შეფასებით ბათუმი Maroon 5-ის კონცერტის პერიოდში ტურისტული ნაკადისთვის მზად არ აღმოჩნდა. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორისთვის მეტი დახმარებაა საჭირო.

 

"ძალიან კარგად ჩატარდა განვლილი კონცერტები, იმის მიუხედავად, რომ ბათუმის კონცერტის შემთხვევაში ამინდმა გარკვეული შეფერხებები შექმნა. იყო დიდი დასწრება და ბათუმმა ნახა ტურისტების უპრეცედენტო მოზღვავება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო სექტორის მხრიდან ცოტა მეტი დახმარებაა საჭირო კერძო სექტორზე, ეს ეხება როგორც ცენტრალურ, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას, ვინაიდან კერძო სექტორი არ აღმოჩნდა მთლიანად მზად ასეთი ტიპის დატვირთვის ზრდისთვის. ალბათ, მომავალში ეს გასათვალისწინებელი იქნება და უკეთესი კოორდინაცია იქნება საჭირო - ეს უფრო ეკონომიკურ ბლოკს ეხება და არა კულტურის სამინისტროს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


რატომ ვერ შეხვდა ბიზნესი სათანადოდ მომზადებული ასეთ ღონისძიებას? რატომ მოუწიათ ტურისტებს საკვებ ობიექტებში დიდხანს ლოდინი და ხშირ შემთხვევაში, რატომ ვერ მიიღეს მათ მაღალხარისხიანი მომსახურება? რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს შეიცვალოს, უნდა ჩაერიოს თუ არა ამაში სახელმწიფო. თუ თავად ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ უნდა ასწიოს ხარისხი, რადგან რეგიონში კონკურენცია მაღალია? ამის გარკვევა „კომერსანტმა" ბათუმში არსებულ კაფეებსა და რესტორნებში სცადა, რომლებიც კონცერტის შემდეგ კრიტიკის მთავარი ობიექტები გახდნენ.


კაფე „ლაგუნას" ხელმძღვანელი იათამზე ინაიშვილი ამბობს, რომ ბათუმი არ არის იმხელა ქალაქი, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები უპრობლემოდ ჩაატაროს. თუმცა, მისივე შეფასებით, შექმნილი პრობლემები ძირითადად, ორი მიზეზის, ამინდისა და საცობების გამო წარმოიქმნა. 


„უდიდესი პრობლემა ამინდის გამო იყო. მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელი არ არის, თუმცა, რთულია. ტურისტები დიდი წვიმის დროს ღია ობიექტებში ვერ დასხდნენ, ამიტომ დახურულ ობიექტებზე დიდი დატვირთვა მოვიდა. ხალხი ბულვარის ღია სექტორებში ვერსად ვერ დაჯდა კვებისთვის. გარდა ამისა, პრობლემა იყო ქალაქში წარმოქმნილი ძალიან დიდი საცობები. ლიმონათი გამითავდა და 4 საათამდე ველოდებოდი საცობის გამო მოტანას. ბოლოს, ბათუმის მერიასთან დავხვდი და რამდენიმე ყუთი ფეხით მოვატანინე,"-აცხადებს ინაიშვილი.


მისივე შეფასებით, საუბრები იმაზე, რომ ბათუმი კონცერტს მოუმზადებელი დახვდა, სწორი არ არის, რადგან ერთდროულად, 100-120 ადამიანის გამასპინძლება ფიზიკურად შეუძლებელია. ინაიშვილის ინფორმაციით, კონცერტზე ბათუმს უამრავი ადამიანი სტუმრობდა და კვების ობიექტს, რაც უნდა დიდი მარაგი ჰქონდეს, მაინც გაუჭირდება ასეთ პირობებში დამსვენებლების უხარვეზოდ მომსახურება.

 

„როდესაც მიჩვეული ხარ დღის განმავლობაში ჯამში 100 ადამიანის შემოსვლას და ამ დროს, ერთდროულად შემოვა 100-120 ადამიანი, ამ დროს კი 70 ადგილი გაქვს, ვერანაირად ვერ გაუმასპინძლდები. თბილისი ხომ არ არის? ბათუმი არის სეზონური ადგილი. იმ დღეს ჯავშნებიც ვერ მოქმედებდა, რადგან ცოცხალი რიგი იყო და შეუძლებელი იყო ჯავშნების ამოქმედება"-აცხადებს ინაიშვილი.

 

„ბათუმი იმხელა ქალაქი არ არის, რომ მილიონობით ტურისტს უმასპინძლოს და მათ სათანადოდ დახვდეს"-ასეთ განცხადებას აკეთებს ბათუმში მდებარე რესტორან  „აჭარული სახლის" მენეჯერი მერაბ ბერიძე. მისი თქმით, რესტორანმა კონცერტის შედეგად ტურისტების დიდ ნაკადს ხარვეზის გარეშე უმასპინძლა, გვიან ღამემდეც იმუშავა და არც მარაგები ამოწურვია, თუმცა, იყო რესტორნების კატეგორია, რომლებიც მზად არ იყვნენ ასეთი გაზრდილი ტურისტული ნაკადის დასახვედრად.



„ღამის 3-4 საათამდე ვმუშაობდით. შეიძლება ზოგიერთი რესტორანი ამისთვის მზად არ იყო, თუმცა, ჩვენ ძალიან ბევრი კლიენტი გვყავდა. ჯგუფიც ჩვენთან იყო, აქ ივახშმეს და უკმაყოფილოებიც არ წასულან. ვადასტურებ, რიგები იყო იმიტომ, რომ 100-ზე მეტი ადგილი არ მაქვს და ამაზე მეტ კლიენტს როგორ დავსვამ? თუმცა, უარით არავინ არ გაგვიშვია. ასეთი მასშტაბის კონცერტების ჩატარებას ყოველთვის მოყვება ხარვეზები. ბათუმი იმხელა ქალაქი არ არის, რომ მილიონობით ტურისტს უმასპინძლოს და მათ სათანადოდ დახვდე. შესაბამისად, ასეთი პრობლები იყო, არის და მომავალშიც იქნება. რისი საშუალებაც გაქვს, იმდენ ტურისტს სწვდები, მილიონობით ტურისტი ძალიან ბევრია. ახლა რუსეთიდან ძალიან დიდი ნაკადი წამოვა და ასეთი სიტუაციები ცოტ-ცოტა იქნება,"-აცხადებს ბერიძე.

 

რესტორანი „ყირამალას" ადმინისტრატორი აცხადებს, რომ მათ კვების ობიექტში არანაირი პრობლემა არ შექმნილა. დილიდან საღამომდე ხალხი იყო და არანაირი შეფერხება არ ყოფილა.


„მარაგები გვქონდა და უპრობლემოდ ვიმუშავეთ. ჩვენთან ძალიან ბევრი ტურისტი მოვიდა პრეტენზიით, რომ სხვაგან ორი საათით რიგში იდგნენ. ჩვენთან სამზარეულოში ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს"-აცხადებენ „ყირამალაში".


Maroon 5-ის კონცერტის პერიოდში ბათუმის კვების ობიექტების მუშაობისადმი პრეტენზიები არაერთმა მოქალაქემ, მათ შორის ექსპერტებმა დააფიქსირეს.

 

ერთერთია ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე, რომელიც აცხადებს, რომ ბათუმის შემთხვევა არ არის საგანგაშო და თუ ყველა ერთად, კერძო და საჯარო სექტორი, გააანალიზებს ამას, შემდეგისთვის უფრო კარგად მოემზადება, რადგანაც საქართველოს არ აქვს ამხელა გამოცდილება, რომ უმასპინძლოს ასეთ ღონისძიებებს. 

 

სიდამონიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო კოორდინაცია სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. ანუ, მისი თქმით, ამ შემთხვევაში Check in Georgia-ს ორგანიზატორებს უნდა ჰქონოდათ კომუნიკაცია აჭარის ტურიზმისა და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტთან. შემდგომში კი უკვე კერძო სექტორთან, რომ მათ გაეცვალათ ინფორმაცია - რამდენ ადამიანს ელოდებიან, რეალურად რამდენის მიღების საშუალებაა და ა.შ.

 

„როცა ბიუჯეტიდან ამდენი ფული იხარჯება, ვფიქრობ, რომ პატარა თითის დაქნევა კერძო სექტორთან მიმართებით აუცილებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდი მოგება ამ წუთას კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ნახეს ბათუმში, თუმცა დააზიანეს ქვეყნის ტურისტული იმიჯი, მომხმარებელი უკმაყოფილო დატოვეს, რადგან არარეალური ფასები და დაბალი ხარისხის მომსახურება იყო'-აცხადებს სიდამონიძე.

 

ბათუმის პრეცედენტი მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერმა ახსენა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ტურიზმის წახალისების მიზნით ხელისუფლება ახალ კომპანიას ქმნის. პრემიერმა გუნდის სახელით განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის და ადგილობრივი ბიზნესის წახალისება გაგრძელდება. 

 

„უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური ერთეულის, კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. მის სამეთვალყურეო საბჭოში იქნებიან წამყვანი ტურისტული სექტორის და სხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მიიღებენ მომავალი წლის პროგრამის დაგეგმვაში მონაწილეობას. როდესაცბიუჯეტის შედგენა მოხდება წელს შემოდგომაზე, წელსვე მოხდება ბიუჯეტირება მომავალიწლის ასეთი წარმოდგენების მთელი სერიის. კალენდარი შედგება და ამ კალენდარისშედგენაში მონაწილეობას მიიღებს ის სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც იქნებიანეკონომიკური ბლოკის, კულტურის სამინისტროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები", -განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

ბათუმში, ამერიკული ჯგუფის Maroon 5-ის კონცერტი 7 ივნისს ჩატარდა.









 



საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
access_time2021-03-06 18:00:43
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს. „როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up