ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

person access_time2016-03-30 13:42:43

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორმა ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.


ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა, გოდერძის უღელტეხილის გავლით, უმოკლესი მანძილით აკავშირებს საქართველოს სამხრეთ რეგიონებს აჭარასთან, ბათუმის საზღვაო პორტთან, შავიზღვისპირეთის კურორტებთან და  სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან. 


ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას. 



პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, რკინაბეტონის ხიდის მშენებლობა და რკინიგზაზე გადასასვლელის რეკონსტრუქცია. ასევე, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში 


შესასვლელების მოწყობა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების შეკეთება, საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.



“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს
access_time2019-11-18 15:23:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარე და Channel Georgia Consulting-ის დამფუძნებელი ფადი ასლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მას მერე, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა, მმართველობა დამყარებული იყო ტყუილისა და სიცრუეზე. ივანიშვილის ატყუებდა ქართველებს, ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას,...

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...


მსგავსი სიახლეები

up