ბათუ ქუთელია - საქართველოში დასავლურ ბიზნესებს რუსული სქემით ავიწროებენ და წერილიდან ჩანს, რომ  საქართველოს ბიზნეს გარემო შედარებულია რუსეთთან

ბათუ ქუთელია - საქართველოში დასავლურ ბიზნესებს რუსული სქემით ავიწროებენ და წერილიდან ჩანს, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო შედარებულია რუსეთთან

access_time2020-05-16 17:30:29

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი  ბათუ ქუთელია „კომერსანტთან“ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების წერილს აფასებს. მისი განცხადებით, საქართველოში დასავლური ბიზნესების შევიწროება რუსული სქემით მიმდინარეობს და წერილიდან ჩანს, რომ  საქართველოს ბიზნეს გარემო შედარებულია რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან.


„პირველ რიგში ბოლო პერიოდში, რასაც გადავხედავთ ძალიან ცოტა ღია დასავლური ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში. ეს პირდაპირ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მმართველობის კისერზეა.  ასევე იმ დასავლური და ამერიკული ინვესტიციებს, რომლებიც იყო საქართველოში, თანმიმდევრულად და ნელ-ნელა შეუქმნეს პრობლემები, ზუსტად ისეთ სტილში, როგორც პუტინის რეჟიმი უქმნიდა დასავლურ ბიზნესებს რუსეთში პრობლემას - ე.წ. რეიდერული მიტაცების სქემა. „ფრონტერას“ მაგალითიც ერთ-ერთი ამის დადასტურებაა. თუმცა ეს სცდება ერთ კომპანიას და არის პოლიტიკური ხაზი. ახლა უკვე სენატორების და კონგრესმენების წერილში ვხედავთ, რომ საქართველოს პოლიტიკა, ბიზნეს გარემო შედარებულია რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან. თავის დროზე პომპეომაც გააფრთხილა წინა პრემიერ-მინისტრი, რომ საქართველოს უნდა შეეცვალა პოლიტიკური ვექტორი. ანუ რეალურად დასავლეთში მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთმა რამდენიმე შანსი მისცა, გაესწორებინა პოლიტიკური ვექტორი და ღიად გამჭირვალე ბაზრებზე გადაეტანათ ორიენტირი - ეს არ გააკეთეს. როგორც ჩანს, ეს მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო და ახლა უკვე პირდაპირ და ღიად მოუწიათ თითის დადება იმაზე რაც ხდება“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.


მისივე განცხადებით, პოსტკრიზისულ პერიოდში დასავლური ბიზნესები სანდო დასაყრდენებს ეძებენ და  ასეთი პოლიტიკური ვექტორით საქართველო, ამ პარტნიორობის მიღმა შეიძლება დარჩეს.


„ეს ძალიან მძიმე ამბავი იქნება ეკონომიკისთვის პოსტკრიზისულ პერიოდში, მაშინ როდესაც დასავლური ბიზნესები და ეკონომიკები ეძებენ სტრატეგიულ დასაყრდენებს და პარტნიორებს სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით იქ, სადაც ლოჯისტიკური კვანძების გაკეთებაა შესაძლებელი. იგივე პორტების და გადაზიდვის თემა და თუ ჩვენ არ ვიქნებით ფასეულობით თანხვედრაში დასავლეთთან ბუნებრივია ეს ახალი ეკონომიკური გადანაწილება აცდება საქართველოს. რაც ნიშნავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ ამ ეკონომიკური სიდუხჭირიდან ვერ ამოვალთ, თუ ეს პოლიტიკა შენარჩუნდა“, - განაცხადა ექსპერტმა.



ბათუ ქუთელიას განცხადებითვე, მიუხედავად ირანის წინააღმდეგ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციებისა, საქართელოს არაფორმალურმა მმართველმა რგოლმა ირანთან კულუარული ეკონომიკური გარიგებების დადების ცდუნებას ვერ გაუძლო.


„რაც შეეხება ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილს, როდესაც რომელიმე ქვეყანას უწესდება სანქციები, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს, რომლებიც რესურსებით მდიდრები არიან და სურთ, რომ სანქციების გვერდის ავლით საკუთარი პროდუქცია გაიტანონ სხვადასხვა ბაზარზე,  ფასი ამ სანქციის დარღვევის უფრო ძვირია, რაც ცდუნებას აჩენეს სხვადასხვა არაკეთილსიდნისიერი მოთამაშეების მხრიდან, რომ ამაზე იხეირონ. როგორც ჩანს, ამ ცდუნებას ვერ გაუძლო საქართველოს მთავრობამ და იმ არაფორმალური მმართველობის კვანძებმა, ვისაც რეალურად გავლენა აქვთ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და დაიწყეს ხვრელების გამონახვა, პირადი გამორჩენისთის. ეს რიტორიკულად ნიშნავს იმას, რომ ამერიკასთან პარტნიორობის უკან ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მათ მოწინააღმდეგეებთან კულუარულ ეკონომიკურ გარიგებებს აწარმოებს. მეტი დეტალები სავარაუდოდ ნელ-ნელა კიდევ გამოჩნდება, ამ საკითხს ძალიან დეტალური გამოძიება სჭირდება“,-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.


შეგახსენებთ აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ „საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო“, რაც მათი თქმით, აშშ-ის „გეოპოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება“. ამ კონტექტში ამერიკელი პოლიტიკოსები „ფრონტერას“ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კომპანიას, რომელმაც ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საქართველოდან გაძევება ემუქრება. ამასთან, წერილში საუბარი ეხება „კონტი ჯგუფსაც“, „რომელიც ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან გააძევეს.

 

„საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რომლის სათავეშიც „ქართული ოცნებაა“ ცდილობს გააძევოს ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესები, რომელთაც ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ჩადეს. ნებისმიერი მსგავსი აქტივობა მართულია გეოპოლიტიკური გათვლებით, მათ შორის ცნობებით ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე რუსეთის მთავრობასთან“, - ნათქვამია წერილში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up