ბათუ ქუთელია: საგარეო საქმეთა სამინისტრო კარასინის პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს

ბათუ ქუთელია: საგარეო საქმეთა სამინისტრო კარასინის პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს

access_time2019-02-04 20:30:47

რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თებერვალში  ჟენევაში დაგეგმილი სამმხრივი ფორმატის ფარგლებში რუსეთის მხარე სომხეთისთვის ცხინვალის გავლით სატრანზიტო დერეფნის გახსნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.  (ვრცლად იხილეთ  რუსეთი სომხეთს ცხინვალის გავლით სატრანზიტო დერეფნის გახსნას დაპირდა)


რას უპასუხებს ოფიციალური თბილისი კარასინის განცხადებას და აპირებს თუ არა ამ საკითხის განხილვას? - ჩვენ ამ  კითხვით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.



საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ ბათუ ქუთელია კი კომერსანტთან საუბარში განმარტავს, რომ  ცხინვალის გავლით სომხეთისთვის სატრანზიტო დერეფანის გახსნა სრულად დაუშვებელია, მეტიც ჟენევის სამმხრივი კომისიის ფარგლებში განსახილველ თემებში ეს საკითხი საერთოდ არ უნდა მოიაზრებოდეს. მისი თქმით, კარასინ-აბაძიშის ფორმატი თავის დროზე სულ სხვა მიზნით შეიქმნა (საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალური ვაჭრობა), თუმცა ოფიციალური მოსკოვი ნებისმიერი ფორმატის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.


„როგორც ყოველთვის, რუსეთი ამ შემთხვევაშიც ცდილობს საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებას, რომ მის მიერ აღიარებული ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება მოიპოვოს. მისგან მსგავსი ნაბიჯები არ არის გასაკვირი. რაც შეეხება სომხეთის ტრანზიტს, ეს საერთოდ არ არის რაიმე შეხებაში სამმხრივი კომისიის ფარგლებთან“,- აღნიშნავს ქუთელია.



რაც შეეხება საქართველს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას ამ საკითხთან, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი თვლის, რომ  უწყება კარასინის პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს. 


„საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რადგან უამრავი აცდენაა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან. ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ ვენესუელა აღმოჩნდა. სხვაზე ვერაფერს მოგახსენებეთ.  ზოგადად,  ჩვენს საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას პირადად მე ეჭვქვეშ ვაყენებ. ამის ღია გამოხატულებაა თუნდაც კარასინ-აბაშიძის ფორმატის დატვირთვა ისეთი თემატიკით, როგორიც სომხეთისთვის სატრანზიტო დერეფნის გახსნაა. ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი მგრძნობიარე საკითხების გადატანა ამ ფორმატში ზუსტად ნიშნავს საგარეო პოლიტიკის განხორციელების დეინსტიტუციონალიზაციას, რაც დაუშვებელია. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით,  უწყება კარასინის პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს“,- აღნიშნავს ბათუ ქუთელია.



შეგახსენებთ, ჟენევის სამმხრივ ფორმატს ხელი 2011 წელს მოეწერა. საქართველოსა და რუსეთთან ერთად მასში მონაწილეობს შვეიცარიული კომპანია SGS. ფორმატის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის ოფიციალური ვაჭრობაა..




სალომე ლემონჯავა





პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“
access_time2019-11-18 11:30:14
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც ჩვენ ვიმყოფებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონალური საავადმყოფოს ფასი არის ერთი,  ქალაქში მომუშავე საავადმყოფოს ფასი არის მეორე“, - ასე აფასებს   „PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას. მეან-გინეკოლოგი აცხადებს, რომ დადგენილი ტარიფები ჰაერიდან არის აღებული...


მსგავსი სიახლეები

up