ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები - ირაკლი ღარიბაშვილი

ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები - ირაკლი ღარიბაშვილი

access_time2023-02-06 15:10:32

მაღალი მოგებით მუშაობენ ჯერ კიდევ ნავთობის იმპორტიორები, რაც მიუღებელია, მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ თქვენ ნავთობის იმპორტიორები და აქაც მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი.

 

 

„მეორე საკითხზე მინდა ასევე მოგახსენოთ. ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო ნავთობის ბაზრის შესწავლა. თებერვლის ბოლოს წარმოადგენენ უკვე ოფიციალურ დადასტურებულ საბოლოო სურათს. აქაც ჩვენი ჩარევის შედეგად დარეგულირდა, შემცირდა ფასები, მაგრამ დეკემბრის მონაცემები მიდევს ახლა და აქაც ვხედავ, რომ არსებობს მაღალი მარჟები და მაღალი მოგებით მუშაობენ ჯერ კიდევ ნავთობის იმპორტიორები, რაც ასევე მიუღებელია.

 



მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ თქვენ ნავთობის იმპორტიორები და აქაც მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80, 90 თეთრიანი და თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი. ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ამ ჩვენს მოწოდებას და პოზიციას გაითვალისწინებენ და ანგარიშს გაუწევენ. აუცილებელია ამ საკითხის დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია.

 


წამლებზე გახსოვთ, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო იმპორტიორების მხრიდან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება. ამიტომ, მჯერა, რომ ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, იმპორტიორები გაითვალისწინებენ ჩვენი ხალხის მდგომარეობას, არსებულ ვითარებას და დაიწყებენ ფასების შემცირებას. ეს არის ჩვენი მოლოდინი და დიდი იმედი.

 


ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ჩაერთვებიან ამ საკითხში აქტიურად, შექმნიან სამუშაო ჯგუფს. ამ საკითხს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ყურადღება, რომ ვინმეს გარკვეული ცდუნება არ გაუჩნდეს.

 


ადრე იყო ბევრი საუბარი, რომ ლარის კურსი იყო ძალიან მაღალი, 3,3-ზე, 3,4-ზე და ამიტომ ვერ ახერხებდნენ ფასების დაწევას. ჩვენი მუშაობის შედეგად ეროვნული ვალუტა არის დასტაბილურებული 2,60,ზე, 2,65-ზე არის ჩამოსული თითქმის და ამ ადამიანებმა ფასები იგივე ნიშნულზე შეინარჩუნეს, რაც არასწორია, მარტივად და კორექტულად რომ ვთქვათ. ამიტომ, ამ საკითხს სჭირდება აქტიური მუშაობა და დარეგულირება. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე წარმოადგენთ თქვენს ხედვას და გამოსავალს, - განაცხადა პრემიერმა.





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up