შიმშილით სიკვდილი ნამდვილად არსებობს, თუ არ იციან მათ გავუგზავნი მონაცემებს. გარდაცვალების მიზეზში შიმშილი არასდროს არ იწერება. შიმშილით გამოწვეული დაავადებები კი სიკვდილიანობის მატებას იწვევს, ეს თუ ქალბატონმა მინისტრმა არ იცის მაშინ მას მესამე კლასელის კომპეტენცია ჰქონია, ბატონ კახაძეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასეთი არასერიოზული განცხადებები მას არ შეეფერება - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში სერგო ჩიხლაძე ლადო კახაძის იმ განცხადებას, რომელშიც კახაძე შიმშილით გარდაცვალების შემთხვევების დასახელებას ითხოვდა.
სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში 300 000 ადამიანი შიმშილობს, რაც აზერბაიჯანში შიმშილობის მაჩვენებელს 3-ჯერ,ხოლო სომხეთის მაჩვენებელს 2.5-ჯერ აღემატება.
„შიმშილი და სიღარიბე, რომ მთელ რიგ დაავადებებს იწვევს ეს თქვენ არ იცით? ქალბატონი ტიკარაძის კომპეტენცია გავარკვიეთ უკვე და ის მესამე კლასელის დონეზეა, მაპატიეთ ამას, რომ ვამბობ, მაგრამ ეს მართლაც ასეა.
ეს არის დაცინვა, ეს არის ცინიზმი და თქვენი ადგილი არც პარლამენტშია და არც ხელისუფლებაში, რადგან თქვენ ცინიკოსები ბრძანდებით და საქართველოში შიმშილის არსებობის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებთ.
ეს სირცხვილია, საქართველოს სირხვილია, რომ თქვენ მანდ სხედხართ. სხედან იქ ერთპარტიულ კომუნისტურ პარლამენტში და თვითონაც არ იციან რაებს ბოდიალობენ“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
ჩიხლაძემ განათლების სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აფრიკის ქვეყნებზე უკანაა, ჩიხლაძემ ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში ერთმანეთის ქება-დიდებით არიან დაკავებულები.
„ჩვენი უფროსი თაობა, 30 წელი იმიტომ იბრძოდა, რომ ისევ საბჭოთა კავშირში დავბრუნებულიყავით? სირცხვილია ეს მეგობრებო, სირცხვილი და რაც უფრო ადრე შეიგნებთ, რომ ეს სირცხვილია და რაღაც ადექვატურ ნაბიჯებს გადადგამთ, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც და თქვენი თავისთვისაც“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.