„ბატონო“ – „კულა“ ახალი ბრენდის ქვეშ ხორცისა და თევზის კონსერვებს გამოუშვებს

„ბატონო“ – „კულა“ ახალი ბრენდის ქვეშ ხორცისა და თევზის კონსერვებს გამოუშვებს

person access_time2016-06-20 18:45:12

კომპანია „კულას“ დამფუძნებელი საქმიანობას აფართოებს. უახლოეს მომავალში კომპანიაჯეო კონცენტრატი2 საკონსერვო ქარხანას ხსნის. ერთი მხრივ, კომპანია წარმოებას აფართოებს, მეორე მხრივ კი, ახალ სეგმენტზე იწყებს მუშაობას და ხორცისა და თევზის კონსერვების გამოშვებას აპირებს. კომპანიას უცხოური პროდუქციის ჩანაცვლების ამბიცია აქვს, საკუთარი გეგმების შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „კომერსანტთან“ ისაუბრა.

 

რას ფიქრობს ქვეყანაში დღეს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სიახლეებზე ვანო გოგლიძე, ჩვენს ინტერვიუში წაიკითხავთ:

 

-  როგორც ვიცი, სიახლეები გაქვთ. ახალ საკონსერვო ქარხანას ხსნით გორში, როდის გაიხსნება, რას აწარმოებთ და რა ინვესტიცია ჩადეთ ამ პროექტში?


- გამოვუშვებთ კომპოტებს, მწნილებს, ტყემალს, შესაძლოა, მურაბებსაც. ამ საკონსერვო ქარხანაში წარმოებული პროდუქტი „ბატონოს“ სახელით გამოვა. სავარაუდოდ, ივლისის ბოლოდან ახალი პროდუქტი მაღაზიებში უკვე გამოჩნდება. ნელ-ნელა დავიწყებთ შეტანას, რომ სექტემბრისთვის, როცა ხალხი დაბრუნდება შვებულებებიდან, ახალი ბრენდი დახვდეს.

 

ქარხანა გაიხსნება გორის რაიონში, სოფელ კარალეთში. წარმოება მოხდება ადგილობრივი პროდუქციით, რომელსაც მოსახლეობისგან ჩავიბარებთ.


რაც შეეხება ინვესტიციას, დაახლოებით მილიონ დოლარზე მეტია ჩადებული და კიდევ გრძელდება ინვესტირება.


- ახალი პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის იქმნება თუ ექსპორტზე გატანასაც ფიქრობთ?


- გვინდა ექსპორტზე გატანა და სადაც შევძლებთ, ყველგან გავიტანთ. ვეცდებით შევიტანოთ როგორც ევროკავშირსა და ამერიკაში, ასევე დსთ-ს ქვეყნებში.

 

-  თუ არის უკვე კონკრეტული დაინტერესება რომელიმე ქვეყნიდან?

 

- დიახ, შემოთავაზებებია გერმანიიდან და რუსეთიდან.

 

-  რამდენიმე თვის წინ „კომერსანტთან“ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ ქვეყანაში და რეგიონში არსებული მდგომარეობის, ასევე ლარის კურსის გაუფასურების გამო კონკრეტული ინვესტიციების განხორციელება ვეღარ მოახერხეთ. ახლა კი სიახლეებით ბრუნდებით ბაზარზე, რამ მისცა სტიმული თქვენს ბიზნესს?


-  ამ ქარხნის მშენებლობა დაწყებული იყო და შეჩერება არ შეიძლებოდა, ახალი არაფერი დაგვიწყია, თორემ რაც დაწყებული გვქონდა, ეს პროექტები გაგრძელდა. მაგალითად კიდევ ერთი ქარხანა დეკემბრის ბოლოს უნდა გავუშვათ.


 

ად მდებარეობს მეორე ქარხანა და ამ შემთხვევაში რა უნდა აწარმოოთ?


-  ესეც გორში იქნება, ამ შემთხვევაში ხორცს და თევზს გადავამუშავებთ და დაკონსერვებული სახით გამოვუშვებთ. ეს პროდუქციაც „ბატონოს“ სახელით გამოვა. ინესტიციის სახით ამ შემთხვევაშიც მილიონი - მილიონ ნახევარი დოლარი ჩაიდება. უნდა ითქვას, რომ აქამდე მსგავსი წარმოება ჩვენ არ გვქონია.

 

-  ხორცის კონსერვების გამოშვებას ქართული ხორცით გეგმავთ?

 

-   ქართული ხორცით იქნება ნაწარმოები. არის ამის შესაძლებლობა, არის საქართველოში ცხვარი, საქონელი... დღეში 2-3- ტონა ხორცის მოგროვება არ იქნება პრობლემა.


-  კონსერვები ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება, თუ ამასაც საექსპორტოდ ამზადებთ?


- თავიდან, სავარაუდოდ, ადგილობრივი ბაზრისთვის. ჩვენთან ბევრი ხორცის კონსერვი შემოდის და მათი ჩანაცვლება გვინდა. ეს პროდუქტი, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან გამოჩნდება დახლებზე.


-  ამ ეტაპზე როგორ შეაფასებდით ქვეყანაში და რეგიონში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას? იძლევა ეს გარემო იმის საშუალებას, რომ ბიზნესი ამოძრავდეს და განახორციელოს ინვესტიციები?

 

-  ძალიან რთული სიტუაცია არ არის, მაგრამ ყველა მაინც არჩევნებს ელოდება, არჩევნების შემდეგ დაიწყება მოძრაობა. რომ ვთქვა, რომ ბიზნესისთვის რაიმე უარესობისკენ შეიცვალა, ასე არ არის. რა თქმა უნდა, ბიზნესს კონკრეტულ მიმართულებებში ხელშეწყობა სჭირდება, რომ განვითარდეს, მაგრამ გაუარესება არ ფიქსირდება.


-  კონკრეტულად რა ხელშეწყობაზე საუბრობთ? მაგალითად ხელისუფლებას სხვადასხვა მიმართულებით აქვს პროექტები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“... თქვენ ხართ ჩართული რომელიმე სახელმწიფო პროგრამაში?

 

-  „აწარმოე საქართველოში“ კარგი პროგრამაა, სხვათა შორის, ვართ ჩართულები. ხორცის საკონსერვო ქარხნის პროექტი სწორედ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხით ხორციელდება.

 

რაც შეეხება ხელშეწყობას, ბიზნესს ყველა მიმართულებით სჭირდება ხელშეწყობა, სწორედ ბიზნესია გადასახადის გადამხდელი ბიუჯეტში, ამიტომ ყველან, სადაც ამის შესაძლებობა იქნება, უნდა იყოს ბიზნესის ხელშეწმყობი ნაბიჯები გადადმული. გადასახადები იქნება ეს თუ სხვა რამ. მაგალითად, კომუნალურების გადასახადი არის მაღალი, საკმაოდ ძვირია.


-   რას იტყვით ხელისუფლებასთან კომუნიკაციაზე? თუ გაქვთ ურთიერთობა და რამდენად შედეგიანია ეს კომუნიკაცია?

 

-  რომ ვთქვა, რომ ყოვედღიურად მაქვს კომუნიკაცია არა, მაგრამ როცა რაიმე გვჭირდება, გვისმენენ.  

 

-   თქვენ ახსენეთ, რომ ხელშწყობა სჭირდება ბიზნესს, ხელისუფლება აპირებს 2017 წლიდან მოგების გადასახადის სისტემა შეცვალოს, რომლის მიხედვითაც რეინვესტირებული მოგება აღარ დაიბეგრება. როგორ ფიქრობთ, განავითარებს ეს ბიზნესს?

 

-  ნამდვილად კარგი იქნება ეს ბიზნესის განვითარებისთვის, ბიზნესმენი ისედაც ახორციელებს რეინვესტირებას საკუთარი განვითარებისთვის, ამიტომ ესეც სერიოზული ხელშეწყობაა.


-  კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ საქართველოს საელჩოებს ეკონომიკური ატაშეები ემატება, რომლებიც ქართველ ბიზნესმენებს უცხოელ კოლეგებთან დაკავშირებაში დაეხმარებიან. გამოიყენებთ ამ საშუალო რგოლს ახალ ბაზრებზე გასვლის დროს?


-  ვნახოთ, ჯერ ჩამოაყალიბონ ეს ინსტიტუტი და თუ ვნახავთ, რომ ეფექტიანია, გამოვიყენებთ აუცილებლად. კვლევას მაინც ჩაატარებენ, რომელი კომპანიაა სანდო და რომელი არა, ვისთან უნდა დავიჭიროთ ურთიერთობა და ვისთან არა.

 

-  ზოგადად არსებობს პრობლემები ახალ ბაზრებზე გასვლის დროს? ჭირს კოლეგებთან დაკავშირება?

 

-   დიახ, რა თქმა უნდა. ხელგაშლილი ნამდვილად არ ელოდებიან ჩვენს შესვლას, რომ აი, მოვიდა ქართული პროდუქცია და სასწრაფოდ გაფრომდეს ხელშეკრულება. მეორეა სანდოობა: შეიძლება, რომელიმე დისტრიბუტორმა თანხმობა განაცხადოს ქართულ პროდუქციაზე, მაგრამ რეალურად ვერ შეასრულოს ვალდებულება, არ გადაიხადოს თანხა, მერე იწყება სასამართლო დავები და ა.შ. ბაზრის და კომპანიების შესწავლაზე დიდი თანხები მიდის და თუ ატაშეები დაგვეხმარებიან ამაში, ძალიან კარგი იქნება.

 

 




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up