ბატატის ერთადერთი ქართველი მწარმოებელი წელს 50 ტონამდე მოსავალს ელოდება

ბატატის ერთადერთი ქართველი მწარმოებელი წელს 50 ტონამდე მოსავალს ელოდება

access_time2020-08-11 12:20:08

წარმოშობით კახელი ფერმერი შოთა ერიაშვილი წელს 45-50 ტონა ბატატის (ტკბილი კარტოფილი) მოსავალს ელოდება. განათლებით ბიოლოგი შოთა ერიაშვილი საქართველოში პირველი და ერთადერთი ბატატის მწარმოებელია, რომელიც თითქმის 5 წელია ამ კულტურის განვითარებითაა დაკავებული და პირველი კომერციული მოსავალი 2018 წელს აიღო.


ფერმერს ბატატის მოყვანის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აღმოაჩინა, რომ ქართულ ჰიპერმარკეტებში მხოლოდ იმპორტირებული ტკბილი კარტოფილი იყიდებოდა და ისიც 1 კგ. დაახლოებით 12 ლარი ღირდა.


გასაყიდად ტკბილი კარტოფილი ფერმერს ჰიპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბში“ შეაქვს. ასევე, მცირე რაოდენობით თბილისის პატარა სასურსათო მაღაზიებშიც იყიდება. შოთა ერიაშვილმა აღნიშნა, რომ „აგროჰაბს“ წელსაც სრული მოსავლის შეძენა სურდა, თუმცა სეზონზე ჰიპერმარკეტს 15-20 ტონაზე მეტის რეალიზაცია არ შეუძლია, შესაბამისად ფერმერი ისეთი სუპერმარკეტების ათვისებასაც გეგმავს, როგორებიცაა „ნიკორა“ და „გუდვილი“.


ვიტამინებით, ცილებით და სხვა სასარგებლო თვისებებით გაჯერებულ ამ ბოსტნეულს დაბალი გლიკემიური მაჩვენებელი აქვს, რაც დიაბეტით დაავადებულებისთვისაც მისაღებია.


„როგორც კი გავარკვიე, რომ ქართულ ბაზარზე მხოლოდ იმპორტირებული ბატატი იყიდებოდა და მას ადგილობრივები არ აწარმოებდნენ, მისი თავად მოყვანის იდეა დამებადა. ჩემი შვილის დახმარებით საერთაშორისო გაყიდვების საიტიდან ბატატის ღეროები გამოვწერე, თუმცა ტრანსპორტირებისას, ტემპერატურული შეუსაბამობის გამო გაფუჭდა და ბოლოს უკრაინიდან ჩამოვიტანეთ 14 ბატატის ღერო. აქედან 11 გადარჩადა და 0.5 ტონა მოსავალი ავიღეთ. ამის შემდეგ, ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტ ბატატს ვაწარმოებთ“, - განმარტავს შოთა ერიაშვილი.



საერთო ჯამში, ფერმერს 6 სახეობის ბატატი მოჰყავს, მათ შორის ამერიკასა და სხვა რიგ ქვეყნებში ყველაზე პოპულარული Beauregard-ი. შოთა არიაშვილის ინფორმაციით, კახეთი ბატატის მოყვანისთვის შესაფერისი ადგილია, მთავარი ნაკვეთის სწორად შერჩევაა.


„ბატატს უყვარს სითბო და არ მოსწონს თიხის ნიადაგი. მიწა უნდა იყოს მსუბუქი და მყიფე, რათა ბოლქვები კარგად და თანაბრად განვითარდეს. ამ შემთხვევაში წვიმა უკვე აღარ წარმოადგენს საშიშროებას. თუ თქვენ დასეტყვილ ფოთლებს მოაშორებთ და მხოლოდ ღეროს დატოვებთ, პრობლემა არც სეტყვა იქნება. რამდენიმე დღეში კი ახალი ფოთლები ამოუვა.
ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი ბატატი გვაქვს. არ ვიყენებ მავნე ქიმიურ დანამატებს. გასაყიდად გატანამდე თითოეული მოსავლის ჯგუფიდან ნიმუშებს ვიღებთ და ლაბორატორიაში ხარისხზე ვამოწმებთ“,
- განმარტავს ერიაშვილი.


ბატატის მწარმოებელი ფერმერი ქართულ ბაზარზე უკონკურენტოა. მისი თქმით მოსალდნელია სხვა ადგილობრივმა ფერმერებმაც დაიწყონ ტკბილი კარტოფილის მოყვანა, თუმცა ახლო მომავალში - არა, რადგან მათ შესაბამისი რესურსები არ გააჩნიათ.
ამ დროისთვის შოთა ერიაშვილს ნაქირავები 2 ჰა მიწიდან 1.5 ჰა ათვისებული აქვს და სამომავლოდ საკუთარი მიწის შეძენას, წარმოების გაფართოებას და სხვა არატრადიციული ბოსტნეულისა თუ ხილის მოყვანას გეგმავს. გარდა ამისა, სომხეთსა და აზერბაიჯანსი ბატატის ექსპორტზე გატანა სურს.


წყარო east-fruit.com
მოამზადა ანი ცარციძემ


თეგები:
ბატატი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up