საქართველოში ბატარეების გადაყრა აკრძალულია, თუმცა არც ჩაბარების პუნქტებია და არც გადამამუშავებელი საწარმო

საქართველოში ბატარეების გადაყრა აკრძალულია, თუმცა არც ჩაბარების პუნქტებია და არც გადამამუშავებელი საწარმო

access_time2021-10-04 15:00:26

ელექტროტექნიკის უმრავლესობაზე გადახაზული ურნის ნიშანია დატანილი, რაც ნიშნავს, რომ მისი ჩვეულებრივ ნაგვის ყუთში გადაგდება აკრძალულია. მსგავსი აკრძალვა საქართველოშიც ვრცელდება, მაგრამ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში არც მათი ჩაბარების პუნქტებია და არც გადამუშავება ხდება. ბატარეებს მხოლოდ ერთგან – სავაჭრო ცენტრ „ისთ ფონთში“ იბარებენ, სადაც გადაგდებული ტელეფონების 1%-იც ვერ ხვდება.

 


ელექტროსაქონელი გარემოსთვის – როგორც ატმოსფეროსთვის, ასევე ნიადაგისა და წყლისთვის განსაკუთრებულად საშიშად ითვლება. ყველაზე მეტ ზიანს კი გარემოს ბატარეები და აკუმულატორები აყენებენ. მათ შემადგენლობაში მერკური, ტყვია და კადიუმი შედის. აღნიშნული ლითონები ნიადაგიდან გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა საკვებში აღმოჩნდეს.  ძველ ტექნიკას საქართველოში კი იბარებენ, მაგრამ მხოლოდ ნაწილებისთვის, დაზიანებული ბატარეა კი, როგორც წესი, ნაგავსაყრელზე ხვდება.



ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2022 წელს პორტატული ბატარეების 5% უნდა იქნას გადამუშავებული, 2031 წელს 50%. ათი წლით ადრე მდგომარეობის პროგნოზირება რთულია, მაგრამ 2022 წლის მინიმალისტური გეგმა ამ ეტაპზე უკვე ძალიან საეჭვოდ გამოიყურება.

 



მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა უბრალოდ არ იცის, რომ ბატარეების გადაყრა დაუშვებელია, ხოლო მათ, ვინც იცის და მზად არის ჩააბაროს – ჩაბარების პუნქტს ვერ პოულობს. მსგავსი პუნქტი რეგიონებში საერთდ არ არის, თბილისში კი მხოლოდ ერთია - „ისთ ფოინთში“. რთული მისახვედრი არაა, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ტელეფონის გადასაგდებად წასვლას ძალიან ცოტა ადამიანი თუ გადაწყვეტს.

 


„ისთ ფოინთში“ Commersant-ს უთხრეს, რომ 2 წლის განმავლობაში ჯამში 200 კგ ელემენტი ჩაიბარეს და რადგან საქართველოში მათი გადამუშავება არ ხდება, უახლოეს მომავალში ნარჩენებს საზღვარგარეთ გაიტანენ. მათივე თქმით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია გარემოს დაცვის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს, თუმცა მოქმედების კონკრეტულ გეგმას ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.

 


პრობლემასთან დაკავშირებით Commersant გარემოს დაცვის ექს–მინისტრ ნინო ჩხობაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ელექტრონული საქონლის ნარჩენების გადამუშავებას მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულება არეგულირებს. კითხვაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ექსპერტი გვპასუხობს, რომ პრობლემის მოგვარებაზე მწარმოებლებმა, საქართველოს შემთხვევაში იმპორტიორებმა უნდა იზრუნონ და კარგი იქნებოდა თუ გაყიდვის წერტილებში, მეტროსადგურებთან და სხვა შეკრების ადგილებთან სპეციალურ შემგროვებელ ურნებს განათავსებდნენ, რითაც მომხმარებლის ცნობადობასაც გაზრდიდნენ და ჩაბარებასაც გაუმარტივებდნენ. ნინო ჩხობაძე ასევე განმარტავს, რომ სახელისუფლებო კონტროლის გარდა, პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობაც აუცილებელია.

 


საქართველო არაინდუსტრიული სახელმწიფოა გიგანტური ქარხნების გარეშე, მაგრამ არაინდუსტრიულთან ერთად ქვეყანა ღარიბიცაა, რასაც სამოქალაქო განათლების ნაკლებობაც ემატება. ქვეყნის მთლიანი ავტოპარკის 80%-ზე მეტი 12 წელზე მეტი ხნისაა, უმრავლესობას კატალიზატორი აქვს ჩახსნილი. სამშენებლო ობიექტებზე ბადე იშვიათადაა ჩამოფარებული, ქვის დამუშავებაც უმეტესწილად მშრალი წესით ხდება, კანალიზაცია, ქიმიური ნარჩენები და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაწილი მდინარეებში ხვდება. ამ ყველაფრის შემდეგ საქართველოში მდინარეები და ატმოსფერო უფრო დაბინძურებული გამოდის, ვიდრე ნავთობით მდიდარ ნორვეგიაში. დაბინძურებული ნიადაგი, დაბინძურებილი წყალი და დაბინძურებული ჰაერი კი ნელი სიკვდილის გამომწვევია. მსოფლიო მასშტაბით გარემოს დაბინძურებით წლიურად 7-8 მლნ ადამიანი იღუპება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up