„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

access_time2020-10-20 17:25:36

„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც ემატება.

 

„ბასტი ბუბუს“ 28-წლიანის ისტორია აქვს, 2 წელიწადში 30 წელი უსრულდება და ასეთი სერიოზული პრობლემა, რაც 2020 წელს შეექმნა, ისტორიულად არასდროს ჰქონია. პრობლემის საფუძველი გასაგებია, ეს იყო ის შეზღუდვები, რომელიც დაწესდა კორონავირუსის გამო და ალბათ, სწორი იყო. „ბასტი ბუბუ“ მთელი ეს პერიოდი არის სახელმწიფო შენობაში, ვიხდით იჯარას, რაც არც ისე ცოტაა. დაახლოებით, 12 000-მდე ადის იჯარის ღირებულება, რომელსაც „ბასტი ბუბუ“ კეთილსინდისიერად ყოველთვის იხდიდა. როდესაც დაიწყო პრობლემები, უკვე მარტიდან გამოცხადდა შეზღუდვები და ბუნებრივია, „ბასტი ბუბუს“ დაუგროვდა არც ისე მცირე დავალიანება, 120 ათასი ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც ვერ ხერხდება“,- განაცხადა პაატა ამონაშვილმა.

 

მისი თქმით, საბავშვო სტუდიის ხელმძღვანელობამ არა ერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს, პასუხად კი, ბოლო წერილში „ბავშვთა ახალგაზრდობის საგენტო“ დავალინების 1 კვირის ვადაში დაფარვას ითხოვს.


 

„აპრილიდან მოყოლებული ჩვენ მივმართავთ წერილებით ბავშვთა ახალგაზრდობის სააგენტოს, რომლთანაც ხელშეკრულება გვაქვს იჯარის, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, მთავრობის სხვადასხვა დონეზე ბევრი წერილი გვაქვს დაწერილი. რა თქმა უნდა, გვპასუხობენ, მაგრამ სიტყვერად გვეუბნებიან, რომ მარტის შემდეგ მოყოლებული იჯარის გადასახადი ალბათ, ჩამოგეწერებათ. თუმცა, იქ იყო კიდევ ერთი დავალიანება, 36 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაგროვდა იანვარ-თებერვლის არდადეგების დროს, ამ პერიდოში ეს ყოველთვის უგროვდბეოდა ხოლმე „ბასტი ბუბუს“, მაგრამ შემდეგ მარტი-ივნისის კონცერებიდან ხდებოდა ამ ვალის გასტუმრება, რაც ახლა ვერ მოხდა კორონავირუსის გამო. ახლა სწორედ ეს იწვევს გაუგებრობას, რომ ის, რაც მარტამდე დაგროვდა ვერ ჩამოგაწერთო და ამაზე ვსაუბრობთ უკვე ნახევარი წელია. პრინციპში, ბოლო წერილი, რომელიც მივიღეთ ახალგაზრდობის სააგენტოდან იყო ულტიმატუმის ენით მოთხოვნა, რომ ერთი კვირის ვადაში უნდა გადავიხადოთ 120 000 თორემ, სასამართლოში გვიჩივლებენ. რაზეც გავეცით პასუხი, რომ ველოდებით სასამართლოს. ჯერჯერობით ეს სასამართლო პროცესიც არ არის დაწყებული. თუმცა სიტყვერად ყველა შედის „ბასტი ბუბუს“ მდგომარეობაში“,-განაცხადა პაატა ამონაშვილმა.

 

კითხვაზე, კომპანიამ შეძლო თუ არა სახელმწიფო შეღავათებით სარგელობა, „ბასტი ბუბუს“ დირექტორი ამბობს, რომ ვერა. როგორც პაატა ამონაშილმა აღნიშნა, სტუდიის თანაშრომლებს უკვე 8 თვეა ხელფასი არ აუღიათ, შესაბამისად, ვერც საშემოსავლო შეღავათებით ისარგებლებენ.

 

„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს. შესაბამისად, აქ არანაირ საშემოსავლო შეღავათზე აღარ არის საუბარი. რეალურად, ამ პანდემიურმა მდგომარეობამ ჩვენი ორგანიზაცია მიიყვანა დახურვის პირას. ანუ, „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. იმიტომ, რომ ონლაინ პროგრამები, როგორც ეს კერძო სკოლებს შეუძლია, ჩვენ შემთხვევაში არ მოქმედებს. ასევე, მასობრივი ღონისძებები როდის აღდგება, უცნობია და „ბასტი ბუბუ“ მასობრივი დღესასწაულისა და მხიარულების გარეშე, რაღა „ბასტი ბუბუა“?!“, - აღნიშნა პაატა ამონაშილმა.

 

bpn.ge


თეგები:
ბასტი ბუბუ



ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბახი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბახი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბახში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბახის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბახელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...

30 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

30 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-11-30 18:05:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3253 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up