BASSIANI მოსკოვში აღარ ჩავა - მიზეზი ქართველი მსმენელის პროტესტი გახდა

BASSIANI მოსკოვში აღარ ჩავა - მიზეზი ქართველი მსმენელის პროტესტი გახდა

access_time2018-08-10 15:27:34

BASSIANI მოსკოვში, RED BULL-ის ფესტივალზე არ მიიღებს მონაწილეობას. ადმინისტრაციამ მსგავსი გადაწყვეტილება  ქართველი მსმენელების პროტესტის გამო მიიღო.  

 

ოფიციალური განცხადება კლუბის ფეისბუქის გვერდზე დაიდო. ბასიანი მიუთითებს, რომ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით.

 

ბასიანის განცხადებასკომერსანტი“ სრულად გთავაზობთ:

 

საკლუბო სცენას და რეივ-კულტურას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დატვირთვა უსამართლო და რეპრესიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს არამხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოს უახლოესი წარსულიდან.

12-13 მაისის მოვლენებმა ნათლად გვანახა, რომ სახელმწიფო სისტემაც კი უძლურია საერთო იდეებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანებული თავისუფალი ადამიანების წინაშე. ჩვენი ერთობლივი ცეკვა და ბრძოლა სამაგალითოდ იქცა მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის, არაერთ ახალ საპროტესტო ტალღას დაუდო საფუძველი და ამ სცენას პოლიტიკური მნიშვნელობა დაუბრუნა. ამაში უდიდესი წვლილი პირველ რიგში სწორედ ჩვენს მოცეკვავეებს მიგიძღვით და იმ ნდობასა და სოლიდარობას, რაც ერთმანეთს გამოვუცხადეთ.

სწორედ 12 მაისის მოვლენები გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ქალაქმა გამოგვიცხადა სოლიდარობა. პეკინი, ამსტერდამი, პულა, ბერლინი.. - ეს ის ქალაქებია სადაც უახლოეს მომავალში გაიამრთება BASSIANI-ის შოუქეისები. საკლუბო ღამეების მთავარი მესიჯები კი უცვლელია - ცეკვა თავისუფლებისთვის.

15 სექტემბერს, მოსკოვში, REDBULL MUSIC ACADEMY-ის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღამე RESISTANCE IN MUSIC WITH BASSIANI RESIDENTS - სწორედ ამ შინაარსის მატარებელი იყო. ის მოსკოვის ანდერგრაუნდ კლუბში, GASGOLDER-ში დაიგეგმა და ორგანიზატორების გულწრფელი სურვილი გახლდათ, რომ წინააღმდეგობრივი შინაარსის მქონე ღამის ჰედლაინერად სწორედ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები მიეწვიათ, როგორც სისტემასთან ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო.

 


“თქვენ მოიგეთ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ წავაგეთ. ამიტომ გვსურს თქვენი მოწვევა აქ” - მოგვწერეს ორგანიზატორებმა, რომლებიც არაერთხელ ყოფილან რუსეთისა და პუტინის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი. შეგახსენებთ, მოსკოვში არაერთი კლუბი დახურეს ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც სცადა BASSIANI-ის დახურვა ჩვენმა ხელისუფლებამ.

 

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის სრულიად გასაგებია ფესტივალის წარმომადგელების სურვილი, შეძლებისდაგვარად დაუბრუნონ წინააღმდეგობრივი მნიშვნელობა ადგილობრივ საკლუბო სცენას. სოლიდარულები ვართ მათი ამ სურვილის მიმართ და ვგულშემატკივრობთ ყველას, ვინც თავის მხრივ ცდილობს უსამართლო სისტემის გარდაქმნას. ფესტივალის პრომოუტერები ჩვენთან ერთად იდგნენ 12-13 მაისის მოვლენების დროს და იზიარებენ ყველა იდეასა და ღირებულებას, რის გარშემოც ვართ გაერთიანებულნი.

 

ჩვენს გულწრფელ სურვილს მონაწილეობა მიგვეღო წინააღმდეგობრივი შინაარსის ღამეში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ერთგული მხარდამჭერების, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ გულისტკივილს, რაც თანამოქალაქეებმა გამოხატეს კლუბის მიმართ. ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს ღამე საქართველოს ისტორიისთვის უმძიმეს დროს, აგვისტოს ომის 10 წლისთავის დღეებში დაანონსდა, რამაც ცხადია გაამძაფრა მოქალაქეთა გულისტკენა. გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა.

 

ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ღამე არ იყო ჩაფიქრებული რიგით მუსიკალურ გასართობ ღამედ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება არის არა უკან დახევა ან ეჭვის შეტანა საკუთარი ქმედების ლეგიტიმურობაში, არამედ საპროტესტო ფორმის ცვლილება. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ფესტივალში მონაწილეობითაც და მისი გაუქმებითაც იყო, არის და იქნება საერთაშორისო სცენაზე ჩვენი პროტესტისა და სათქმელის გატანა.

 

BASSIANI / HOROOM პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მოძრაობაა. დაფუძნების დღიდან ჩვენი მიზანი სწორედ დაჭაობებული პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ გალაშქრება იყო, რომელსაც უწყვეტად აგრძელებს დღევანდელი რუსეთი და პუტინის რეჟიმი. საზოგადოებაში უთანასწორობის, ზიზღის, სიძულვილისა და აგრესიის გაღვივება მათი ბრძოლის მთავარი მეთოდია. ამიტომ არ გაგვკვირვებია, რომ 12 მაისის დარბევამდე BASSIANI-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას სწორედ პრორუსული რეგრესული ძალები ახორციელებდნენ. ჩვენ მომავალშიც უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთ მათთან ერად, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს. ტექნო მუსიკა ჩვენი საერთო პროტესტის ენაა და ჩვენი სათქმელიც - საერთოა.

 

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ მოცეკვავეს, რომლებსაც გულწრფელად სურთ წინააღმდეგობრივი შინაარსი შესძინონ ადგილობრივ სცენას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ ამ ბრძოლაში.

 

რაც მთავარია, მადლობას ვუხდით ჩვენსმხარდამჭერებს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ყოველთვის სჯეროდა და სჯერა ჩვენი საერთო ხედვების, არასდროს შეგვპარვია ეჭვი, რომ ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ ერთობლივ, სოლიდარულ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი.

 

...საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მოწყვეტილია საკუთარ სახლებს. ჩვენი ხმა მსოფლიომ უნდა გაიგოს - არა ოკუპაციას, - წერია ბასიანის განცხდადებაში.



კომერსანტი





ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ 90 დღით გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ  90 დღით  გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია
access_time2019-05-21 17:30:24
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ  ჩინური გიგანტის Huawei-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღება 90 დღით, 19 აგვისტომდე გადაავადა. კერძოდ, უწყებამ  Huawei-ს დროებითი 90-დღიანი ლიცენზია მისცა, რომელიც კომპანიას აშშ-ში მის მიერ წარმოებული პროდუქციის მომსახურეობის და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების უფლებას  აძლევს სამინისტროს ინფორმაციით ლიცენზია მოქმედებს 20 მაისიდან 19 აგვისტომდე. აღსანიშნავია, რომ ...

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება
access_time2019-05-21 15:30:35
15 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“  ისევე როგორც EVDO-ს მოდემის  მომხმარებლები სერვისით ვერ ისარგებლებენ, - ამის შესახებ  “კომერსანტს“  სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომში“  განუცხადეს. 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას ვადა გასდის  და  „მაგთი ფიქსის“ ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,“მაგთის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული...

OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში გაფორმდა

 OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში  გაფორმდა
access_time2019-05-21 14:25:40
ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტი, რომელსაც კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ. 14 მაისს ვაშინგტონში სწორედ სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია...

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა
access_time2019-05-21 12:26:11
ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის პანელების ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.   მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.   „ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორედ მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც...


მსგავსი სიახლეები

up