ბარიერგადალახული პარტიების პირველი პირები ამ წუთებში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერთან შეხვედრას მართავენ.
შეხვედრაში მონაწილეობენ: გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარაძე, ალეკო ელისაშვილი, დავით ბაქრაძე, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი და ირმა ინაშვილი.
შეხვედრაში არ მონაწილობენ გაერთიანებული ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. არსებული ინფორმაციით, ბარგადალახული ოპოზიციის წარმომადგენლებს აშშ-ის საელჩოდან დაუკავშირდნენ და მაიკ პომპეოს თანაშემწესთან შეხვედრა შესთავაზეს.
როგორც ოპოზიის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი რიკერს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციას გააცნობენ.
მიუხდევად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბარიერგადალახხულ პარტიებს ბრძოლის გაგრძელება პარლამენტის შიგნიდან მოუწოდა, ოპოზიცია მაინც აცხადებს, კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია.
imedinews.ge