ბარელი ნავთობის ღირებულება 96 ცენტით გაიზარდა  - რა რესურსები აქვთ ქართველ ნავთობ-იმპორტიორებს

ბარელი ნავთობის ღირებულება 96 ცენტით გაიზარდა - რა რესურსები აქვთ ქართველ ნავთობ-იმპორტიორებს

access_time2019-04-02 16:30:31


ნავთობის ფასმა ახალი კვარტალი ზრდით დაიწყო და პირველ კვარტალში აღებული ტემპი შეინარჩუნა. არსებულ ზრდას ექსპერტები,  ბოლო ათწლეულში ყველაზე მკვეთრ მატებად თვლიან და მეტწილად OPEC-ის მიერ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვით ხსნიან. 


ბოლო ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 96 ცენტით (1.42 პროცენტით) გაიზარდა და 68.54 დოლარს მიაღწია. იანვარი-მარტის პერიოდში ზრდამ 27 პროცენტს მიაღწია. პირველ კვარტალში შედარებით მოკრძალებული, 32-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა აშშ-ის დასავლეთ ტექსასურ საშუალოს (WTI). დღეს მისი ფასი 56 ცენტით (0.93 პროცენტით) გაიზარდა და 60.70 დოლარს მიაღწია. 



„კომერსანტი“ დაინტერესდა რა გავლენას იქონიებს მსოფლიო ნავთობის ბაზარზე შეცვლილი მდგომარეობა საქართველოზე და მოსალოდნელია თუ არა საწვავის ფასის ზრდა. 


 აფბას ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარი თქმით, საქართველოში ნავთობ-იმპორტიორებს აქვთ საკმაოდ დიდი რესურსი, გაუძლონ მსოფლიო ბაზარზე არსებულ სერიოზულ გამოწვევებსაც კი. 



„ჩვენს კომპანიებს საკმაოდ დიდი რეზერვი აქვს იმისთვის, რომ ფასები არ გაზარდონ. რეზერვს არ ვგულისხმობ ნავთობპროდუქტების მარაგს, ვგულისხმობ, ფასთან მიმართებაში. დღეის მდგომარეობით, მსოფლიო ბაზარზე ბოლო გაძვირებას თუ არ ჩავთვლით, კომპანიებს ერთ ლიტრ საწვავზე 50-55-თეთრიანი ფასნამატი ჰქონდათ. როდესაც კომპანიას ასეთი მოგება აქვს 1 ლიტრ საწვავზე, 2-3 დოლარით ნედლი ნავთობის გაძვირება პრაქტიკულად ვერ უნდა ახდენდნენ გავლენას მათზე. საბაზრო გარემოებიდან გამომდინარე, მსოფლიოს ეს ტენდენცია ჩვენთან ამ ეტაპზე ფასის ზრდის წინაპირობას არ ქმნის. გასულ წელს გვქონდა ნედლი ნავთობის ფასის პიკი - 77 დოლარსაც კი სცდებოდა. დღეს არსებული მდგომარეობით, ( ბოლო ორი დღის გაძვირებაც, რომ ჩავთვალოთ ) 15 დოლარითაა მსოფლიო ბაზარზე ფასი შემცირებული, ჩვენთან (ადგილობრივ ქსელში) სულ რაღაც 10-12 თეთრით მოიკლო ღირებულებამ. არადა, მათ საკმაოდ დიდი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ ფასები კიდევ დიდხანს შეინარჩუნონ და უფრო სერიოზულ გამოწვევებსაც გაუძლონ, თუ ეს მათი სურვილი იქნება რასაკვირველია,“ - განაცხადა ბაირახტარმა.  


 საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მატება, საქართველოში ნავთობის სარეალიზაციო ფასზე არ აისახება - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი საუბრობს.  


„მსოფლიო ბაზარზე ფასის დინამიკა მეტ-ნაკლებად მზარდია, თუმცა  ეს პროცესი საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე გავლენას ვერ მოახდენს.  ზოგადად, საწვავის ღირებულება საკმაოდ მაღალია, მაგრამ  წლის დასაწყისიდან ანალიზი რომ გავაკეთოთ, როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მიერ მოხდა ფასების მნიშვნელოვნად შემცირება. რაც  შეეხება სამომავლო პროგნოზსს და პერპექტივას,  მიმდინარე ეტაპზე ვერ ვხედავთ აუცილებლობას, რომ ფასის მატებასთან დაკავშირებით მკვეთრი ნაბიჯი გადაიდგმება. გასაგებია, რომ ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტების ფასი პლაცის მიხედვით არასდროს არის ერთხაზოვანი, ბოლო დროს მარჟის მატება, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ფიქსირდება, ეს ფაქტია.  თუმცა, ჩვენი ბაზარი არ რეაგირებს ფასების მატებაზე მყისიერად.  ამას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო დროს ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ღირებულების კორექტირება არ მომხდარა,“ - ამბობს მთვრალაშვილი. 



„როიტერსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ ნავთობის საშუალო ფასი 2019 წლისთვის 67.12 დოლარი იქნებოდა, თუმცა პროგნოზი აშკარად არ გამართლდა. 


ნათია ლომიძე


თეგები:
ნავთობი



18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო
access_time2020-09-18 15:00:11
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ...

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს
access_time2020-09-18 15:48:14
„ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის რომ ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს, მას  საქართველო წარმოუდგენია, როგორც  თავისი დენდროლოგიური პარკი, თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.  ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა, უმუშევრობა, ფასების ზრდა...

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას
access_time2020-09-18 15:16:52
„წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ იმ არაეფექტურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც  ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წინა მმართველობის დროს გაატარა. „წინა ხელისუფლების დროს...


მსგავსი სიახლეები

up