ბარბერ შოფმა ახალი ფილიალის გახნა ლარის გაუფასურების გამო გადადო

ბარბერ შოფმა ახალი ფილიალის გახნა ლარის გაუფასურების გამო გადადო

access_time2020-05-30 19:00:03

„ბარბერ შოფი“ სალონი რომელიც სპეციალურად მამაკაცებისთვისისაა, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების გამო ბაზარს, გაზრდილი ფასით დაუბრუნდა,“-ამის შესახებ „კომერსანტს“  სალონის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ  დამენიამ განუცხადა.

 

სალონებმა პანდემიის შემდეგ მუშაობა ახალი პირობებით განაახლეს, რომელიც ერთი მხრივ საზოგადოების უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი, თუმცა მეორე მხრივ მომსახურების ფასს აძვირებს. 

თამარ დამენიას თქმით, გაზრდილი ფასები ეროვნული ვალუტის არასტაბილურმა მდგომარეობამ განაპირობა. მისი თქმით დიდი ხანია გეგმავენ გაფართოებას და ახალი ფილიალის გახსნას, თუმცა ეს გეგმა დიდი ხნით გადავადდა.

 

„ის ერთი ფილიალი რომელიც გვაქვს რეგულაციების შესაბამისად გავხსენით, გავითვალისწინეთ ყველა ნორმა, რომელიც ჯანდაცვის ორგანიზაციამ დააწესა. რეგულაციებმა ნამდვილად გამოიწვია მომსახურების ფასის გაზრდა და ფასების გაზრდა ჩვენც  მოგვიწია.

 სურვილი გვქონდა კიდევ ერთი ფილიალი გაგვეხსნა, თუმცა გადავდეთ. ლარის კურსისა და ზოგადად ქვეყანაში გაზდილი ფასების გამო ვერ მოვახერხებთ დამატებითი სალონის  ამუშავებას.  რაც შეეხება სალონის მუშაობას, საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ გახსნის დღიდან,  პირველ დღეებში უამრავი ადამიანი მოვიდა, ისე რომ საკმაოდ დიდი რიგი გვქონდა,  ახლა კი ჩვეულებრივად როგორც ადრე, ისევ ისეთი სიხშირით ვიღებთ მსურველებს,“-აცხადებს თამარ დამენია.


 

„ბარბერ შოფის“ დამფუძნებელმა  რეგულაციების აუცილებლობასა და სალონის ფინანსურ ზარალზეც ისაუბრა.

 

„არ გვიჭირს იმ წესების  დაცვა რომელსაც რეგულაცია ითვალისწინებს, რადგან ვიაზრებთ რომ თითოელური ჩვენგანის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია გადადგმული ნაბიჯი, ეს არ არის სახელმწიფოს კაპრიზი და უნდა მივუდგეთ, როგორც დაცვის უმაღლეს მექანიზმს.

რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, რომელიც ამ პერიოდში მოგვადგა საკმაოდ დიდია, ზუსტ რიცხვზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ სალონი ისეთი სფეროა სადაც ყოველდღიურ შემოსავალზე ვართ დამოკიდებული, ჩვენ კი 2 თვე შემოსავლის გარეშე ვიყავით,“აღნიშნა დამენიამ.


შეგახსენებთ, რომ  „ბარბერ შოფი“ თბილისში  მამაკაცებისთვის პირველი სალონია,  რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, საქართველოში  სალონები ძირითადად ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი და მამაკაცების სალონების ნიშა ასათვისებელია და ახალი ფილიალების გახსნასაც ფიქრობდნენ, თუმცა დამატებითი ფილიალის გახსნა დროებით გადაიდო.


ნათია ლომიძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up