ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

access_time2020-06-01 18:46:33

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. 



„რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, N2, N25, N43 და N39 ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ავლაბრამდე“, ნაცვლად ბარათაშვილის ქუჩისა; N31, N44 და N80 მარშრუტები კოტე აფზახის ქუჩის გავლით, გორგასალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, ხოლო N122 ავტობუსი ევროპის მოედანზე დატრიალდება და ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბარათაშვილის აღმართის მეშვეობით, მუჯირიშვილის ქუჩაზე მოხვდება.



რაც შეეხება N31, N37 და N46 ავტობუსებს, ისინი ქეთევან დედოფლის გამზირიდან რუსთაველის გამზირზე ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების გავლით მოხვდებიან; ავტობუსის - N20, N23, N95 მარშრუტები მოძრაობას ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გააგრძელებენ, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მეშვეობით, ზაარბრიუკენის ხიდზე მოხვდებიან და მოძრაობას უკვე დადგენილი სქემით შეძლებენ. აღნიშნული მარშრუტები იმოძრავებენ წრიულად.



N83 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, თავისუფლების მოედნიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს; N6, N14, N33, N42, N52, N58, N61, N87, N88, N140 და N150 ავტობუსები, რომლებიც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე ასრულებდნენ, რეაბილიტაციის განმავლობაში, თავისუფლების მოედნამდე იმოძრავებენ, N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 ავტობუსები კი, თავისუფლების მოედანზე შესვლისას, ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას ლეონიძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ და ამაღლების ქუჩიდან მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებენ.




მიკროავტობუსები - N2, N4, N31, N35, N50, N62, N67, N72, N120 და N200, რომლებიც ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით, თავისუფლების მოედნის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, ბარათაშვილის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებენ და სკუდიერის ქუჩის გავლით, მშრალ ხიდს დაუკავშირდებიან, ათონელისა და ჭანტურიას ქუჩების გავლით კი, რუსთაველის გამზირზე მოხვდებიან, საიდანაც დადგენილი სქემით იმოძრავებენ.



რაც შეეხება N10, N17, N27, N34, N61, N62, N67, N68, N111, N117, N118, N149, N161, N169, N198 მიკროავტობუსებს, რომლებიც მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩიდან გორგასალის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრაობენ, ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას გორგასალის ქუჩის მიმართულებით (N10, N118, N149) გააგრძელებენ, მეორე ნაწილი (N17, N27, N34, N61, N62, N68, N111, N169, N198) კი, მარჯვენა სანაპიროდან მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს;



მიკროავტობუსის - N6, N40, N49, N85 მარშრუტები იუსტიციის სახლთან დატრიალდებიან და მოძრაობას ზაარბრიუკენის ხიდისკენ გააგრძელებენ, რის შემდეგაც უკვე დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N15 მიკროავტობუსი ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, მოძრაობას ათონელის ქუჩაზე დაასრულებს.



ბარათაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპი - 28 მაისიდან პირველ ივნისამდე; მეორე ეტაპი - 1-5 ივნისამდე; მესამე ეტაპი- 5-8 ივნისამდე; მეოთხე ეტაპი - 8-13 ივნისამდე“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up