ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

access_time2018-07-19 18:44:48


დედაქალაქის მერიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს, დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

 

მისი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველაზე დიდ პრობლემას სანიაღვრე სისტემის არარსებობა წარმოადგენს, რაც მთლიანად მოწესრიგდება.

 

„ტერიტორიაზე, როგორც ახალი ასფალტის დაგება, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მთლიანად გამოცვლა და რეაბილიტაცია მოხდება. სანიაღვრე სისტემა არ არსებობს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. წლიდან წლამდე, როდესაც ამ კონკრეტული მონაკვეთის შეკეთება ხდებოდა, შემდეგ, ყოველთვის ფუჭდებოდა. სანიაღვრე სისტემასთან ერთად, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და გარე განათება მოწესრიგდება. მგონია, რომ ძალიან ლამაზი პროექტი გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე  და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნენ.

 


„ბარათაშვილის აღმართის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. სამუშაოები დაახლეობით, სამი თვე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, მოძრაობა ცალმხრივად გადაკეტილი იქნება. სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდება და მოსახლეობა შეძლებს, რომ გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ისარგებლოს. აღმართის დასაწყისიდან ავლაბრის მოედნამდე, მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივი იქნება“, - აღნიშნა გალაქტიონ ბუაძემ.

 

პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს  ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, ასფალტის საფარი 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.

 

ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ივლისის 23:00 საათიდან, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, 18 ივლისიდან, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები. ასევე, შეიცვლება ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრისკენ მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტებიც.

 

 

 






“ვისოლ ჯგუფის” პირველი პიცერია „ვენდის“ ვაკის ფილიალში გაიხსნა

“ვისოლ ჯგუფის” პირველი პიცერია „ვენდის“ ვაკის ფილიალში გაიხსნა
access_time2019-01-24 12:40:07
„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს. საწყის ეტაპზე პიცის კუთხეების ინტეგრირება „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში მოხდება, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე მდგომ ქსელადაც განვითარდება.   როგორც „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე განმარტავს, პიცერიის გახსნის იდეა ბაზარზე პროდუქტის მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. ამ პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში კი იდეა წარმატებული იქნება. მისივე თქმით იდეაზე...

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს
access_time2019-01-24 09:10:03
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს. „ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე...

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“
access_time2019-01-24 09:25:01
ბილაინს არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა“-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა მექაურმა...

Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

 Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
access_time2019-01-23 17:51:34
როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ნიდერლანდური კომპანია Damen Shipyards-იის მიერ საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად სად და რა ტიპის...

ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევიდან ერთ წელში “ყვარელრემშენთან” სახელმწიფომ დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ღირებულების სატენდერო ხელშეკრულება გააფორმა

ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევიდან ერთ წელში “ყვარელრემშენთან” სახელმწიფომ დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ღირებულების სატენდერო ხელშეკრულება გააფორმა
access_time2019-01-24 12:45:58
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, თუმცა ამ ხნის მანძილზე მეტროში არაფერი შეცვლილა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურის პროექტი თავიდან უნდა განხორციელდეს, რისთვისაც  უახლოეს მომავალში საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდება. „სამხარაულის მიერ დაწუნებული იქნა ძველი პროექტი. ჩატარებული საექსპერტო-კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგენილია, რომ არსებული კონსტრუქციების...


მსგავსი სიახლეები

up