ბარაკ ობამა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს აფრთხილებს

ბარაკ ობამა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს აფრთხილებს

access_time2019-11-17 10:10:33

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს აფრთხილებს, ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რას ფიქრობს რეალურად ამომრჩეველი. ობამას შეფასებით, მათ უმრავლესობას სისტემის ჩამოშლა არ სურს. 


ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე ბარაკ ობამას კონკრეტული კანდიდატის სახელი არ უთქვამს და არც კონკრეტული პოლიტიკური წინადადება გაუკრიტიკებია. თუმცა მედია კანდიდატების ბერნი სანდერსის და ელიზაბეტ უორენის განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას, როდესაც მათ შორსმიმავალ, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების მიღწევას გაუსვეს ხაზი. მათ შორის არის ჯანმთელობის დაზღვევის საკითხი და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დეკრიმინალიზების თემა. 


„მაშინაც კი, როდესაც საარჩევნო ყუთში კონვერტს ვაგდებთ და ჩვენს ხედვებშიც თამამი ვართ, რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ლიდერმა.



დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ტიტულისთვის 17 ადამიანი იბრძვის. რბოლის ლიდერად ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ითვლება. გამოკითხვების თანახმად, მეორე და მესამე ადგილებზე სენატორები ბერნი სანდერსი და ელიზაბეტ უორენი არიან. 


8 ნოემბერს, მაიკლ ბლუმბერგის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ფაქტთან დაკავშირებით თავისი აზრი დონალდ ტრამპმა უკვე დააფიქსირა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.


imedinews

თეგები:
ობამა



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up