ბაქსვუდი თბილისში ორი ახალი სკოლის გახსნას გეგმავს (ფოტოები)

ბაქსვუდი თბილისში ორი ახალი სკოლის გახსნას გეგმავს (ფოტოები)

access_time2020-11-16 15:30:32

ბაქსვუდის სკოლას ორი ახალი კორპუსი შეემატება, 2021 წელს წყნეთის კამპუსის მშენებლობის დასრულება იგეგმება. ხოლო მარშალ გელოვანზე, ბაქსვუდის სკოლა m³-ს კომპლექსში 2022 წლისთვის დაიწყებს მოსწავლეების მიღებას. პროექტის შესრულების საინვესტიციო მოცულობა ორივე კამპუსის შემთხვევაში 22 მილიონი ლარია.

 

როგორც „კომერსანტს“ ბაქსვუდის სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერმა ნინო ფალავანდიშვილმა განუცხადა  წყნეთის კაპუსი 240 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო მეორე კამპუსი 960 მოსწავლეს მიიღებს.

 

„წყნეთის ახალი კამპუსი, რომელშიც სკოლის დაწყებითი საფეხური გადავა სრულად, გათვლილია 240 მოსწავლეზე. ხოლო პროექტი მარშალ გელოვანზე მოიაზრებს 960 მოსწავლეს საშუალო სკოლაში და დამატებით, საბავშვო ბაღსა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრში 240 აღსაზრდელს.

 

წყნეთის ახალ კამპუსში თემატური სასწავლო ოთახები (ხელოვნების, მომავლის პროფესიების, საბუნებისმეტყველო საგნების...) სრულად იქნება აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. ასევე, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა სპორტული დარბაზი. ფართობი დაახლოებით 3000 კვ.მ-ს მოიცავს.

 

რაც შეეხება კადრებს, იგეგმება არსებულ ბაზაზე ახალი თანამშრომლების გადამზადება და დატრენინგება.

 

ინფრასტრუქტურულად ბაქსვუდი ახალ ლოკაციაზე, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება, რადგან მისი კონცეფცია არსებულის იდენტური ვერ იქნება. სრულიად ახალი სივრცე და შესაძლებლობები ჩვენთვისაც დიდი გამოწვევაა, რაც ძალიან გვახარებს. ამასთან, ახალი გარემო საშუალებას გვაძლევს, დავნერგოთ სიახლეები, გავიზიაროთ თანამედროვე მოთხოვნები და სტანდარტები,“ - ამბობს ნინო ფალავანდიშვილი.

 


ახალი კამპუსების დაახლოებით 9000 კვ.მ-ზე იქნება განთავსებული. როგორც „ბაქსვუდში“ აღნიშნავენ, სწავლების ფასის ცვლილება არ იგეგმება, ახალი კამპუსების დამატება კი ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

 

 

„მსოფლიოში შექმნილი ვითარება, ნამდვილად არ არის სახარბიელო, თუმცა განათლების სფერო თავის აქტუალობას მაინც არ კარგავს. ამ ეტაპისთვის მკვეთრ შემცირებას სექტორი არ განიცდის, რადგან განათლებაზე მოთხოვნის ცვლილება ნაკლებად ელასტიურია. თუმცა, ეკონომიკური კრიზისის პირობებში ვიაზრებთ და ვითვალისწინებთ ყველა შესაძლო შეფერხებას. პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც ეკონომიკა დაუბრუნდება თავის ნიშნულს, განათლება კვლავ წამოიწევს მოწინავე ხაზზე.

 

ვფიქრობთ, ხელმისაწვდომობა განათლების ინდუსტრიაში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, სწორედ ამიტომ, საფასო სეგმენტის ცვლილება არ იგეგმება და ღირებულება უცვლელი დარჩება.


წყნეთის ბაქსვუდის გაფართოება კვლავ იმ სეგმენტს დააინტერესებს, ვისაც ქალაქიდან მოშორებული ადგილმდებარეობა არ აფერხებს, ვისთვისაც პრიორიტეტულია გარემო და ბუნებასთან სიახლოვე. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის მზად ვართ გავფართოვდეთ და მეტ მშობელს მივცეთ საშუალება ატარონ შვილები ჩვენთან.


ხოლო სრულიად ახალი ლოკაცია თბილისში, დააინტერესებს მათ, ვინც ამ დრომდე თავს იკავებდა გეოგრაფიული მდებარეობის გამო. რა თქმა უნდა, „ბაქსვუდი“ ახალ ლოკაციაზე სტრატეგიის ნაწილია, რომელიც გამოწვეულია გაზრდილი მოთხოვნით,“ - ამბობს ნინო ფალავანდიშვილი.

 

პროექტის ესკიზური მონახაზი არქიტექტურულ კომპანია „არქიდეას“ ეკუთვნის, თუმცა პროექტი არ არის საბოლოო, ის დამუშავების ეტაპზეა.


 


მარიამ მორგოშია


თეგები:
ბაქსვუდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up