ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა ივნისის ბოლოს ამოქმედდება

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა ივნისის ბოლოს ამოქმედდება

person access_time2017-03-29 12:00:49

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ცერემონია ივნისში გაიმართება, - ამის შესახებ თურქულ მედიას თურქეთის ტრანსპორტის, ნაოსნობის და კომუნიკაციის მინისტრმა ახმეტ არსლანმა განუცხადა. გახსნის ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მიიღებს მონაწილეობას. 

 

მისი თქმით, მაგისტრალზე დიზელის ლოკომოტივები იმოძრავებენ და ამ გზით ევროპა და აზია უწყვეტი სახმელეთო კავშირის დამყარებას შეძლებენ.

 

ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება, მაგალითად რუსეთის ან ირანის ტერიტორია, ასევე საზღვაო გადაზიდვებში, ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის ჩატანას 45-60 დღე სჭირდება, მაშინ როცა ახალი მაგისტალით ეს დრო 12-15 დღე იქნება. ეს არის ნამდვილი რევოლუცია ლოგისტიკის სფეროში", - მიიჩნევს თურქეთის მინისტრი.


 

მისივე განცხადებით, ეს პროექტი ჩინეთს და ევროპას დააკავშირებს. "რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ლონდონიდან მატარებელი პირდაპირ შუა აზიაში ჩავა.  

 

როგორც ცნობილია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას საფუძველი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინიციატივით ჩაეყარა. პროექტის განხორციელება კი საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა 2007 წელს დაიწყეს. პროექტის განხორციელება ორ ეტაპად არის დაგეგმილი. პირველ ეტაპზე რკინიგზის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს, ხოლო შემდეგ მოცულობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდაა გათვალისწინებული. ამასთან, თითოეული მატარებელი 350 მგზავრს მოემსახურება. პროექტის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 825 კილომეტრია, აქედან 180 კილომეტრს ქართული მონაკვეთი შეადგენს.

 

 



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up