ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენში დამატებით 1 მლნ ტონა თურქმენული ნავთობი გაივლის

ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენში დამატებით 1 მლნ ტონა თურქმენული ნავთობი გაივლის

access_time2021-09-20 14:00:00

თურქეთმა, აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად 2021 წლის ოქტომბრიდან ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენზე ყოველწლიურად 1 მლნ ტონა თურქმენული ნავთობი გაივლის. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რას მოუტანს ტრანზიტის მოცულობის ზრდა საქართველოს და რატომ არ იყო შეთანხმების გაფორმების პროცესში ჩართული საქართველო?

 


„სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ თავმჯდომარე ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ საქართველო დიდი ხანია ამოვარდნილია გეოპოლიტიკური პროცესებიდან. მისი თქმით, არასწორი ეკონომიკური და საერთაშორისო პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვან რეგიონულ და გეოპოლიტიკურ შეთანხმებებთან დაკავშირებით ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები ისე ახდენენ შეთანხმებებს, რომ საქართველოს აზრსაც არ ეკითხებიან, მაშინ როცა ის ამ პროცესის ბუნებრივი მონაწილეა.

 


„აღნიშნული ტვირთი ყოველწლიურად საქართველოს რკინიგზისა და ტერმინალების მეშვეობით კომპანია „კასპიან ტრანზიტს“ მოჰქონდა. იყო განცხადება, რომ თურქმენული ნავთობი რეგულარულად საქართველოს გავლით უნდა წამოსულიყო, მაგრამ ვინაიდან ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა ვერ ხერხდება, სოკარის ინტერესებში იყო დამატებითი მოცულობის ნედლეულის მილსადენზე გადამისამართება, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია მოცულობის დაკარგვა, რადგან შემდეგ ჩაერთო კომპანია ვიტოლი და ტვირთი რუსეთის ტერმინალების გავლით გადაამისამართა. აღნიშნულ ფაქტს საინფორმაციო ომიც მოჰყვა, მაგრამ ვიტოლი კვლავ აგრძელებდა ტვირთის რუსეთის მიმართულების გადაზიდვას. როგორც ჩანს, სოკარი საბოლოოდ შეუთანხმდა ვიტოლს ტვირთის მილსადენის საშუალებით გადაზიდვაზე, რაც კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ტვირთი საქართველოს რკინიგზის და ტერმინალების გავლით რომ გადაიზიდებოდეს. ის, რომ საქართველო არ არის მოლაპარაკებების პროცესში ჩართული, არის სახელმწიფოს როლის დაკნინება და რეგიონული მოთამაშედ არ აღიარება. აღნიშნულ ნავთობთან დაკავშირებით, არსებობს კითხვის ნიშნებიც, ხომ არ არის ეს ირანული ნავთობი და ხომ არ ხდება საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ბოროტად გამოყენება? რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კითხვებია, მაგრამ საქართველოს გლობალური პროცესებიდან გამოთიშვა გვაძლევს საფუძველს, კითხვები დავსვათ“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

 



განსხვავებული შეხედულება აქვს ექსპერტ გია ხუხაშვილს. მისი აზრით, საქართველო არ არის აქტიური მოთამაშე. ხუხაშვილის თქმით, ასეთი კონტრაქტები ფორმდება მყიდველსა და გამყიდველს შორის, ასევე პროცესში ჩართულია თრეიდერიც. როგორც ხუხაშვილი ამბობს, ტრანზიტული ქვეყნები მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

 


„საუბარია პროდუქტის მეპატრონეზე, თრეიდერზე და პროდუქტის მიმღებზე, ხოლო საქართველო არის ტრანზიტული ქვეყანა და რატომ უნდა ყოფილიყო ჩართული პროცესში მე არ მესმის. მოლაპარაკებებში არანაირად არ მონაწილეობს, რადგან მათი როლი არის მიზერული, მათგან შეიძლება მხოლოდ თანხმობა იყოს საჭირო. ჩვენთვის ეს არის სიკეთე, რომელიც მივიღეთ მუქთად. ჩვენ ვართ მხოლოდ გამტარი, საქართველო არ არის ამ ყველაფრის მონაწილე“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 


შეგახსენებთ, რომ 2007-2008 წლებში, საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქმენეთიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდებოდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, აღნიშნული ტვირთის გადამისამართება მახაჩყალის მიმართულებით, ნოვოროსიისკის პორტში მოხდა. 2013 წლიდან, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრების უშუალო ჩართულობით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქმენეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საქართველოს დერეფანში დაბრუნების თაობაზე. 7 წლის შემდეგ, თურქმენული ტვირთი საქართველოს დერეფანს დაუბრუნდა - 2015 წლის პირველი საცდელი პარტიის შემდეგ, 2016 წელს, კომპანია კასპიან ტრანზიტის მეშვეობით, საქართველოს ტერიტორიაზე 1,3 მლნ ტონა თურქმენული ნავთობი გადაიზიდა. 2017 წელს კი სამწლიანი შეთანხმების შედეგად, ყოველწლიურად, თურქმენეთიდან საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით 1,5 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაიზიდებოდა, რაც საქართველოს ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 60 მლნ ლარს აძლევდა.



თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ახალი შეთანხმების საფუძველზე, მილსადენით ნავთობის გადაზიდვა 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყება.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up