ბაქოს, თბილისს და ანკარას შორის  სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს (VIDEO)

ბაქოს, თბილისს და ანკარას შორის სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს (VIDEO)

access_time2020-03-10 20:00:26

უახლოეს პერიოდში დაინიშნება სარკინიგზო რეისი, რომელსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია ელოდება. საუბარია სწრაფ სამგზავრო მატარებელზე, რომელიც პირველად ისტორიაში ბაქოდან ანკარაში იმოძრავებს.



ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის რკინიგზამ შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ ორი შემადგენლობა - 20 სამგზავრო ვაგონი შეიძინა.შეკვეთა უშუალოდ აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ წარდგენილი პარამეტრების მიხედვით შესრულდა. თითო მატარებელი შედგება 9 სამგზავრო და 1 ვაგონ-რესტორანისგან.


ვაგონები 4 კატეგორიისაა - „ლუქსი“, „კომფორტი+“, „კომფორტი - მე-2 კლასი“ დამატებითი ადგილებით უნარშეზღუდული მგზავრებისთვის და მე-2 კლასი (4- ადგილიანი კუპეებით).„ლუქსი“-ს და „კომფორტ+“-ს კატეგორიის ვაგონები აღჭურვილია საშხაპეებით, ყველა კატეგორიაში არის კონდიციონერი და ტელევიზორი.კლასის მიხედვით, ვაგონები გათვლილია 16, 18, 20, და 32 მგზავრზე, მთლიანობაში კი მატარებელი 257 ადამიანს იტევს.


მატარებლის განსაკუთრებული მახასიათებელი არის ის, რომ მას გააჩნია ურიკები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრავი შემადგენლობის გადაყვანას საბჭოთა სტანდარტიდან ევროპულზე. ამისთვის, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს სპეციალური სადგური, სადაც მოხდება სწრაფი გადაყვანა ერთი სტანდარტიდან მეორეზე.



ასე რომ ბაქო-ყარსის წყალობით, აზერბაიჯანმა და საქართველომ მიიღეს მოკლე და სწრაფი გზა ევროპაში, რადგანაც ანკარაში ჩასვლის შემდეგ შესაძლებელია გზის ევროპის მიმართულებით გაგრძელება.


ბაქო-ყარსის მაგისტრალზე მატარებლების მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარეა 160 კმ. საათში, თუმცა, საშუალო მაჩვენებელი იქნება შედარებით დაბალი - 100-130 კმ. საათში. სავარაუდოდ, ბაქოდან თბილისში მატარებელი 7 საათში ჩავა, ყარსში 12-ში, ანკარაში - 34-36 საათში.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დროის ნაწილი მიდის საზღვარზე საბაჟო პროცედურების გავლაზე.


ამ ეტაპზე ჯერ უცნობია რა იღირება ბილეთები, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ღირებულება იქნება განსხვავებული, ვაგონების კატეგორიების მიხედვით. თუმცა, სავარაუდოდ, ყველა შემთხვევაში ისინი უფრო იაფი იქნება ვიდრე ლოუკოსტერების ყველაზე ხელმისაწვდომი ბილეთები.


მოგზაურობის კომფორტის გათვალისწინებით, მოსალოდნელია საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ახალ მარშრუტზე.


წყარო:Haqqin.az

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up