ბოლო 7 წლის განმავლობაში ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში ტვირთის გადაზიდვის მოცულობა გაორმაგდა. ინფორმაციას trend.az ავრცელებს.
ბაქოს პორტის ტვირთბრუნვის მონაცემების შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნატიგ შირინოვმა ისაუბრა ბაქოში გამართულ მრავალმხრივ შეხვედრაზე, რომელიც ტრანზიტის საბაჟო პროცედურების (Data pipeline) გამარტივების პროექტს მიეძღვნა, სადაც ტრანსკასპიურ მარშრუტზე „ერთი ფანჯრის“ პრინციპის ამოქმედების საკითხი განიხილეს,
„პირველ ფაზაში ტვირთის გადაზიდვის სიმძლავრე შეადგენდა 15 მილიონ ტონას წელიწადში. ბოლო წლებში ჩვენ მივაღწიეთ სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის მოცულობის ზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების გზით. ახლა მზად ვართ უფრო მეტი ტვირთის მისაღებად“, - განაცხადა ნატიგ შირინოვმა.