ბაქო-თბილისი-ყარსი - საუკუნის პროექტი

ბაქო-თბილისი-ყარსი - საუკუნის პროექტი

access_time2019-12-17 15:52:37

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის მშენებლობით საქართველო რეგიონში ჰაბის ფუნქციას შეასრულებს. ექსპერტები საუკუნის პროექტს ქართული ეკონომიკის სიმძლავრის მთავარ გარანტადაც განიხილავენ.


საუბარია ეკონომიკურ დივიდენდზე, რასაც საქართველოს სტრატეგიული სარკინიგზო გზის მშენებლობა მოუტანს, თუმცა დიდია პოლიტიკური სარგებელიც, რამაც რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს.




ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მარაბდა-კარწახის 180 კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა.


პროექტი შედგება: მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან - საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის საზღვარი) - 27კმ სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან. მისისავარაუდო გამტარუნარიანობა წელიწადში მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთია. მომავალში ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე წელიწადში.




რკინიგზის პროექტის ისტორია 1993 წელს დაიწყო. 3 წელიწადში, 1996 წლის 4 აპრილს საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე მიიღეს დეკლარაცია ორი ქვეყნის რკინიგზის დამაკავშირებელი თბილისი-ყარსი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა-დაპროექტების შესახებ.


2005 წლის იანვარში ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას, თუმცა აშშ-მ და ევროკავშირმა მაშინ უარი განაცხადეს აღნიშნული პროექტის დაფინანსებაზე. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ტერიტორიაზე სამუშაოების განხორციელება გრძელვადიანი კრედიტით (25 წელი) დაეფინანსებინა. საბოლოოდ, 2007 წლის 7 თებერვალს თბილისში ხელი მოეწერა სამმხრივ ხელშეკრულებას ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ. დოკუმენტს ხელი პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა, მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა მოაწერეს.



ფინანსური, რელიეფური და პოლიტიკური სიძნელეების გამორკინიგზის მშენებლობის ვადამ რამდენჯერმე გადაიწია.


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად 2017 წლის 30 ოქტომბერს, ბაქოში გაიხსნა. სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გადის, 27 კმ სრულიად ახალი მონაკვეთია – ახალქალაქიდან სოფელ კარწახამდე.


ამ მონაკვეთის მშენებლობა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდის მიერ გამოყოფილი კრედიტის მეშვეობით ხორციელდება, რომლის საერთო რაოდენობა 775 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კრედიტი 2 ტრანშად არის გაყოფილი. 2007 წელს აზერბაიჯანმა საქართველოს 20–წლიანი ვადით 200 მლნ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო, წლიური 1% განაკვეთით, 2011 წელს კი 575 მლნ დოლარი, 25–წლიანი ვადით და 5%–იანი წლიური განაკვეთით. ვალს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ რკინიგზის ამოქმედების შედეგად მიღებული წმინდა მოგებიდან დაფარავს.




ქართული მხარის ცნობით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომელიც რკინიგზით ექსპლუატაციის წესებს და სატარიფო პოლიტიკას განსაზღვრავს.



ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტმა, რომელსაც ,,რკინიგზის აბრეშუმის გზას“ უწოდებენ, შესაძლოა, საქართველო სარკინიგზო გადაზიდვების ფლაგმანად აქციოს.

რკინიგზა სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის- სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება.

სამივე სახელმწიფოს მთავრობის მეთაური პროექტს ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯად აფასებს და საუბრობს იმ შესაძლებლობაზე, რასაც რეგიონს ბაქო-თბილისი ყარსის პროექტი მოუტანს.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორიოდე წლის წინ, ჯერ კიდევ საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფნისას აცხადებდა, რომ პროექტს აქვს ეკონომიკური, პოლიტიკური და გლობალური მნიშვნელობა.



„ბაქო-თბილისი-ყარსი არის სარკინიგზო კვანძი, აბრეშუმის გზის ე.წ. „შუალედური მონაკვეთი“, რომლის გაშვება ხელს შეუწყობს ევროპასა და შუა აზიას შორის პირდაპირ კავშირს. ვფიქრობთ, რომ რკინიგზის საბოლოო და სრულფასოვანი ამუშავების შემდეგ ეკონომიკური ეფექტი ძალიან მაღალი იქნება“, - აცხადებს საქართველოს პრემიერი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ყველაზე სანდო და მოკლე გზაა ევროპასა და აზიას შორის.



,,ბაქო-თბილისი-ყარსი“ ევრაზიას სატრანსპორტო როლის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. ეს გზა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას, გაზრდის ურთიერთინვესტირების მოცულობას და ჩვენი ქვეყნების გეპოლიტიკურ მნიშვნელობას გააძლიერებს“, -აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას „ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯად“ აფასებს. მისი განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობა შედეგს გამოიღებს, რომელიც არა მხოლოდ ორ ქვეყანას, არამედ მთელ რეგიონს მოუტანს სარგებელს.



„განვაგრძობთ ძალისხმევას, რომ საქართველოს მხარდაჭერით შავ ზღვაზე, ჩვენს საერთო ზღვაზე, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

,,ხიდის ამგები აზიასა და ევროპას შორის“ - ასე აფასებს ქვეყნის შესაძლებლობას ეკონომიკის მოქმედი მინისტრი ნათია თურნავა, რომლის შეფასებითაც, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება საჭიროებს უფრო ძლიერ სატრანსპორტო კავშირებს აზიასა და ევროპას შორის.



მინისტრი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედების მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონში კავშირებისა და თანამშრომლობის სტიმულირების საუკეთესო მაგალითზე და აღნიშნავს, რომ პროექტი ეფექტიან სარკინიგზო კორიდორს შექმნის კასპიის ზღვიდან ევროპის მიმართულებით.

პარტნიორი ქვეყნების პირველი პირების შეფასებით, ახალი აბრეშუმის გზის პროექტისთვის ეს არის „ახალი სიცოცხლე“, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.

სწორედ ამაზე საუბრობს აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენელი ჯავიდ გურბანოვი. მისი თქმით, ჩინეთი გეგმავს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის მეშვეობით წელიწადში 10 მილიარდი ტონა ტვირთი გადაზიდოს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.



ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის სრულად დატვირთვის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა ექსპერტები თანხმდებიან იმ სარგებელზე, რასაც პროექტი რეგიონსა და დანარჩენ მსოფლიოს მოუტანს. როგორც ცნობილია, მსოფლიოში უმსხვილესი ტვირთბრუნვა ევროპასა და ჩინეთს შორის მიმდინარეობს. ამ დრომდე პროცესი საზღვაო გზებით ხორციელდება და საშუალოდ 25-30 დღეს მოითხოვს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის ამოქმედების შემდეგ, ტვირთის გადაზიდვის ხანგრძლივობა თითქმის ორჯერ, 12-15 დღემდე დაიკლებს.


,,რა ეტაპსაც გადის ახლა რკინიგზა რეგიონში, ევოლუციაა, რაშიც მთავარ როლს ბაქო-თბილისი-ყარსი ასრულებს“, - აცხადებს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია.


ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც პროექტის დასრულების ვადაზე აისახა, ეკონომისტის აზრით, სარკინიგზო მონაკვეთის რთული რელიეფური მდებარეობაა, თუმცა ტექნიკურად ეს საკითხიც გვარდება.


,,გლობალური მნიშვნელობის სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, რეგიონის განვითარებისთვის, რადგან სიმძიმის ცენტრი გადმოდის ამ რთულ რეგიონზე, რომელსაც აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო წარმოვადგენთ. ველოდები, რომ პროექტი ეკონომიკას ბიძგს მისცემს და ქვეყნებსაც ერთმანეთთან უფრო მეტად დააკავშირებს. ფაქტობრივად, ეს არის მეორე აბრეშუმის გზა, რომელიც მისაღები ვარიანტია პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისითაც. ლოჯისტიკა იცვლება მთლიანად. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად იქნება ტექნიკურად გამართული გზა, მოდერნიზებული და რამდენად გააადვილებს ტვირთის გადატანას ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, რა მხრივაც ჩვენ სერიოზული კონკურენტები გვყავს. ტექნიკურად უნდა გაძლიერდეს ეს მონაკვეთი და ტარიფები კონკურენტუნარიანი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ ტარიფების დადგენის პროცესში სამივე ქვეყანამ თანაბარი დოზით მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება პროექტის დივიდენდს, ეს იქნება მიღებული შემოსავალი და პოლიტიკური უსაფრთხოება“, - განუცხადა report.ge-ს ემზარ ჯგერენაიამ.


პოლიტიკურ სარგებელზე საუბრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილიც.


,,ბაქო-თბილისი-ყარსის“ ფუნქცია აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი კვანძის განვითარებაა, რითაც სამყაროსთვის საინტერესო ვართ. პროექტი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური ფუნქციის გაძლიერების მხრივაც, ეს არის პოლიტიკური დივიდენდი, რაც ამ გლობალურ პროექტს ახლავს“, - განუცხადა report.ge-ს გია ხუხაშვილმა.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, გიორგი ღაღანიძის თქმით, ქვეყანა სარგებელს გამოყენებული შესაძლებლობის მიხედვით მიიღებს.


,,პროექტის განხორციელების პროცესში საქართველოს ძირითადი უპირატესობა არის მდებარეობა, ხოლო რამდენი ტრანსპორტის სახეობაც გაივლის, მით უკეთესია ჩვენი ქვეყანისთვის. მნიშვნელოვანი გარანტია იგი უსაფრთხოების კუთხითაც, რადგან ამ მარშრუტით ის კომპანიები ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებით განსაკუთრებით დაინტერესდებიან. რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, როგორც კი დაიწყება ტვირთბრუნვის ზრდა, გაიზრდება შემოსავალიც. მთავარია, რამდენად კარგად შეძლებს ქვეყანა არსებული შესაძლებლობების გამოყენებას. ფაქტია, რეგიონის განვითარებისთვისაც საინტერესოა, თუკი ტვირთები სწრაფად მივა მეზობელ ქვეყნებში. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დრო, დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის შესაძლებლობაც გაჩნდება,“- განუცხადა report.ge-ს გიორგი ღაღანიძემ.


ამდენად, სულ მცირე დრო რჩება, რომ ტვირთნაკადები რეგიონში ახალ ,,რელსებზე“ გადაეწყონ. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტი რეგიონული გადაზიდვების პირობებში საერთაშორისო მოთამაშეების ყურადღების ცენტრში უფრო და უფრო მეტად მოექცევა.


და ბოლოს, მნიშვნელოვანია საერთაშორისო აღიარებაც - 100 გლობალურ პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული.



(R)





1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up