ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს ყოველწლიურად უმცირდება ტვირთნაკადი, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის  პროექტზეც  კარგად არ აისახება

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს ყოველწლიურად უმცირდება ტვირთნაკადი, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზეც კარგად არ აისახება

access_time2018-07-30 10:00:00

„რკინიგზის აბრეშუმის გზა“- სწორედ ასე მოიხსენიება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც ოფიციალურად 2017 წლის  30 ოქტომბერს ბაქოში  გაიხსნა. მას შემდეგ აზერბაიჯანული მხარე პროექტზე აქტიურად საუბრობს და დადებითი მოლოდნების შესახებ მუდმივად ამახვილებს ყურადღებას. რაც შეეხება ქართულ მხარეს, პროექტის ოფიციალური გახსნის შემდეგ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ნაკლებად ან საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას.

 

როგორც ირკვევა,  პროექტს, რომლის მშენებლობასაც 10 წელი დასჭირდა და  რომელსაც თავისი შინაარსით ყველა მხარე დადებითად აფასებდა, ჯერჯერობით სიცოცხლისუნარიანობა აკლია და ბუნდოვანია მისი სამომავლო პერსპექტივებიც.

 

„კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს პაატა ცაგარეიშვილს ესაუბრა.

 

მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი რომ წარმატებულად ჩაითვალოს, წლის განმავლობაში მინიმუმ 3 მლნ. ტონა ტვირთბრუნვა უნდა გადაზიდოს, თუმცა ამის მიღწევა დღესდღეობით პროექტის ფარგლებში შეუძლებელია.

 

პაატა ცაგარეიშვილი: „თუ ყველა დაგეგმილი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და თუ ზოგადად ყველაფერი კარგად წავიდა, წლის განმავლობაში ახალი რკინიგზა შეძლებს დაახლოებით 1 მლნ. ტონის ტვირთის გადაზიდვას, თუმცა ვფიქრობ, ამ ციფრამდეც კი მაინც ვერ ავალთ. შესაბამისად, ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პროექტის სიცოცხლისუნარიანობა და ამიტომაც საქართველოს რკინიგზა მასზე თითქმის არასდროს საუბრობს. ფრთხილობს, რადგან არ იცის როგორი იქნება იმ მასშტაბური პროექტის შედეგები, რომლის შესახებაც თავის დროზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ ახლა გაურკვევლობაში არიან. საქმეს ართულებს ის გარემოებაც, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს ყოველწლიურად უმცირდება ტვირთნაკადი, რაც კონკრეტულად ამ პროექტზეც არ აისახება კარგად“.

მისივე თქმით, პროექტის წარმატების კიდევ ერთი დაბრკოლება ინფრასტრუქტურაა. მიუხედავად იმისა, რომ  ეს უკანასკნელი შედარებით გამართულია,  სასაზღვრო -საბაჟო გამშვებ პუნქტზე დამატებით მაინც საჭიროებს დახვეწას.

 

„ევროპაში აპრობირებულია ისეთი მოძრავი მიმართულება, სადაც ურიკების შეცვლის გარეშე შეძლებს მატარებელი ერთი ლიანდაგის სიგანიდან მეორეზე გადასვლას. ეს ტექნოლოგია თუ აქაც დაინერგა,  შემცირდება ტარიფებიც და გაადვილდება მატარებლების გადაადგილებაც. შედეგად, ხელს შეუწყობს ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზის წარმატებით ოპერირებას. როგორც ვიცი, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და აზერბაიჯანის მხარე სავარუადოდ შესაბამისს ტექნოლოგიას შეიძენს, რაც ძალიან კარგი იქნება. მსგავსი ხელშეწყობა პროექტს მხოლოდ წაადგება“,- განმარტავს ცაგარეიშვილი.


 

რაც შეეხება დამატებით გარეგან უარყოფით ეფექტებს, როგორც პაატა ცაგარეიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი მსგავსი პროექტის წარმატებაზე დიდ გავლენას ახდენს დროის ფაქტორი.

 

„ყველა პროექტს, რომელიც ახალი აშენებულია თავისი ფორმირების პერიოდი სჭირდება, რათა ტვირთნაკადებმა დაიწყონ კონკრეტულ რკინიგზაზე გადმომისამართება. ეს არის ბუნებრივი პროეცესი, ამიტომ ამჟამად ესეც ერთგვარი დაბრკოლებაა, რაც დროთა განმავლობაში ალბათ გადაილახება. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემა შედარებით მოგვარებადია“,- აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

 

გარდა პრობლემებისა და დაბრკოლებისა, ჩვენ შევეცადეთ მოგვეძია ინფორმაცია იმ დადებითი ეფექტების შესახებაც, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას ხელს შეუწყობს და შესაბამისად მისი სიცოცხლისუნარიანობის საკითხი გრძელვადიან  პერსპექტივაში მაინც არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც ირკვევა, მსგავსი ხელშემწყობი ფაქტორი რამდენიმეა.

 

პაატა ცაგარეიშვილი: „დაგეგმილია აზერბაიჯანი-რუსეთი-თურქეთი-საქართველოს პროექტი, რომლის ფარგლებშიც რუსეთითან 4 ათასი ტონა ხორბლის დატვირთვა  უნდა განხორციელდეს. ასევე არსებობს გოგირდის, საკონტეინერო ნაკადისა და სხვადასხვა ქიმიური ნივთების გადაზიდვების შესაძლებლობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოიაზრება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ფარგლებში და ასე თუ მოხდა პროექტზე ნამდვილად დადებითად აისახება მომავალში. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის მხარე ყარსში აკეთებს დიდ ტერმინალს, სადაც აშენდება მულტიმოდალური გადაზიდვების კომლექსი, საცავი ხორბლისთვის და  ლოჯისტიკური ცენტრი. სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან მსგავსი დამატებითი ლოჯისტიკური არაფერი კეთდება, რადგან ამას სჭირდება სტრატეგია და ფინანსები. ზოგადად ლოჯისტიკური ინდექსით, მსფოლიოში  სავალალო შედეგი გვაქვს“.

 

კიდევ ერთი დადებითი ეფექტი, რაც შესაძლოა  „რკინიგზის აბრეშუმის გზის“ წარმატების საფუძველი გახდეს, ეს თურქეთი-საქართველო-ყაზახეთის მოლაპარაკებებია. ირკვევა, რომ  მხარეები გეგმავენ მთელ მანძილზე საერთო გამჭოლი ტარიფების დაწესებას, რაც მთელ ტერიტორიაზე საერთო ფასის დადგენას გულისხმობს.

 

„ერთიანი ტარიფი ნამდვილად კარგი იდეაა და როგორც ვიცი, ამაზე მიდის აქტიური მსჯელობა. მოკლედ, რაღაცები კეთდება განსაკუთრებით თურქეთისა და აზერბაიჟანის მხრიდან, რათა ე.წ. რკინიგზის აბრეშუმის გზა იყოს ისეთი, როგორიც თავიდანვე მოიაზრებოდა. ყველა ეს პროექტი, რაც დაგეგმილია თუ განხორციელდა, მოგვცემს საშუალებას უკვე ვიმსჯელოთ მის სიცოცხლისუნარიანობასა და მომგებიანობაზე. ახლა კი, განვმეორდები და გეტყვით, რომ რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება, როცა ის პრობლემები და დაბრკოლებებია, რაზეც დასაწყისში მსუბუქად გავამახვილე ყურადღება“,- აღნიშნავს პაატა ცაგარეიშვილი.

 


შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს. რკინიგზა, რომლის აშენებასაც 10 წელი დასჭირდა უკვე ექსპლუატაციაშია და მისი მონაკვეთის 254 კილომეტრი სწორედ საქართელოზე  გადის. აქედან 29 კილომეტრის მაგისტრალი სრულიად ახალია.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის გადაზიდვებს, გასული 5 წლის განმავლობაში 40%-ზე მეტად შემცირდა. 2012 წელს საქართველოს რკინიგზამ 20 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 11.9 მილიონ ტონას შეადგენდა.

  • 2012 წელი - 20.1 მილიონი ტონა
  • 2013 წელი - 18.2 მილიონი ტონა
  • 2014 წელი - 16.7 მილიონი ტონა
  • 2015 წელი - 14.1 მილიონი ტონა
  • 2016 წელი - 11.9 მილიონი ტონა



სალომე ლემონჯავა




ფქვილი შესაძლოა, კიდევ 3 ლარით გაძვირდეს - “ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება“

ფქვილი შესაძლოა, კიდევ 3 ლარით გაძვირდეს - “ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება“
access_time2020-10-20 14:30:56
რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი, კვლავ იზრდება. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ავთანდილ სილაგავას თქმით, ქვეყანაში არსებული გარდამავალი მარაგების ამოწურვის შემდეგ, ხორბალი და ფქვილი გაძვირდება საქართველოშიც.   ლევან სილაგავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე არსებული რთული ვითარების კომპენსირებისათვის ხელისუფლება მზად არის სხვადასხვა მეთოდებით ჩაერიოს, რათა პური არ გაძვირდეს.   ,,ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს გარდამავალი მარაგები, თუმცა ყოველი შემდგომი შემოტანა...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს
access_time2020-10-20 14:05:12
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტმა ბრიფინგი გაიმართა, სადაც განხილული იყო თუ როგორ აისახება ეს ისტორიული მოვლენები, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე.   ჯიჰად აზური, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, საქართველო რეგიონში იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც წლების განმავლობაში განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რამაც საქართველოს...

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი ბიზნეს ოპერატორების ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი ბიზნეს ოპერატორების ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს
access_time2020-10-20 12:20:57
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის პირველი ნაწილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ბიზნეს კლიმატის ინდექსს მოიცავს. კვლევის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კლიმატის ინდექსი, წინა კვარტლის მსგავსად, კვლავ აღმასვლის მეოთხედშია, რაც ნიშნავს, რომ ასოციაციის გამოკითხული წევრები თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას კვლავ უარყოფითად აფასებენ, თუმცა ამავდროულად, ნარჩუნდება პოზიტიური...

World Class - ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

World Class -  ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-10-20 13:30:45
World Class - ის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ფიტნეს კლუბი დროებით წყვეტს მუშაობას რადგანაც კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა:   „ძვირფასო კლუბის წევრებო,   World Class-ის ადმინისტრაცია გაცნობებთ, დღეს საღამოს გახდა ცნობილი, რომ კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-19 ინფიცირება, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის იმყოფება...

მცხეთის მუნიციპალიტეტში, 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება

მცხეთის მუნიციპალიტეტში,  22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება
access_time2020-10-20 11:53:20
რესტორნების 22:00 საათიდან ჩაკეტვის შემდეგ, როგორც ჩანს ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში,  22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.   მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მოუწოდა მოქალაქეებს, შეასრულონ მთავრობის რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები.   „როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up