აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ახალი კონტრაქტი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება.
როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი აცხადებს, თურქეთმა ბუნებრივი აირის დამატებითი მარაგის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ხელი მოეწერა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით დამატებით 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2024 წლის ბოლომდე დარჩება.
თურქი მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაიზრდება, წარმატებით მიმდინარეობს.
"გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თურქეთისთვის ცისფერი საწვავის მიწოდება გაიზრდება. ამ ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენ 2024 წლამდე ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან შეთანხმება გავაფორმეთ. საუბარია 11 მილიარდ კუბურ მეტრზე“, – განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ავტორი: ბელა გელაშვილი