ალიევმა სომხეთის გავლით თურქეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

ალიევმა სომხეთის გავლით თურქეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

access_time2021-02-16 15:00:01

ყარაბაღის მეორე დიდი ომიდან 3 თვის შემდეგ. პრეზიდენტმა ალიევმა ნახიჩევანის ექსკლავთან დამაკავშირებელ რკინიგზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. რკინიგზა სომხეთის ტეროტორიას გადაკვეთს, დანიშნულების საბოლოო წერტილი თურქეთია.


აზერბაიჯანი 10 ნოემბერს მოსკოვში გაფორმებული ზავისა და იანვარში ასევე მოსკოვში მიღებული სამმხრივი დეკლარაციის შესაბამისად მოქმედებს, რომლის ძალითაც ბაქომ არა მხოლოდ დაიბრუნა 1994 წელს სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის გარშემო ბუფერულ ზონად შექმნილი 7 ოკუპირებული ტერიტორია და უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ნაწილი, მათ შორის ქალაქი შუშა, სომხეთზე გავლით ნახიჩევანთან დაკავშირების უფლებაც მიიღო, რაც ომამდე წარმოუდგენლად ითვლებოდა. მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანი თავისივე ტერიტორიას, ირანის გავლით უკავშირდებოდა, რაც მანძილს დროსა და დანახარჯებს ზრდიდა. ხარჯები საკმაოდ მაღალი იყო. ბუნებრივი გაზის ტრანზიტის საფასური 15%-ს შეადგენდა.


ერევნის მსგავსად ვალდებულებები ბაქომაც აიღო. რაკი რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთთან რკინიგზით დაკავშირება ვერ მოახერხა, ახლა იმავე მიზანს აზერბაიჯანის გავლით მიაღწევს. იმავე რკინიგზას რუსეთი თურქეთთან დასაკავშირებლადაც გამოიყენებს.


სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ კონფლიქტურ ზონაში, ყარაბაღში ომი 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. საომარ მოქმედებებში აზერბაიჯანიცა და სომხეთიც მთელი ძალებით ჩაერთვნენ. რიცხობრივმა უპირატესობამ და თანამედროვე შეიარაღებამ გამარჯვება აზერბაიჯანს მოუტანა. ომამდე ბაქო უახლესი სადაზვერვო და საბრძოლო დრონებით ანკარამ უხვად მოამარაგა. არსებობს იმის თქმის საფუძველიც, რომ დრონების ნაწილი თურქეთიდან იმართებოდა. მოსკოვი კი უბრალოდ განზე გადგა და პირველი ომისგან განსხვავებით მოკავშირის დასახმარებლად არაფერი იღონა.



10 ნოემბერს ერევანი იძულებული გახდა მისთვის ძალიან მძიმე ზავზე მოეწერა ხელი. სომხეთი ტოვებდა მთიანი ყარაბაღის გარშემო მის მიერვე ოკუპირებულ შვიდივე აზერბაიჯანულ რაიონს. აზერბაიჯანს რჩებოდა იქამდე აღებული ქალაქი შუშაც. ყარაბაღის დანარჩენ ტერიტორიაზე კი რუსული ბაზა თავსდებოდა 2000 ჯარისკაცითა და მძიმე ტექნიკით, ოღონდ მათ „სამშვიდობოები“ ერქმეოდათ.


ბოლო ომს ორივე მხრიდან ოფიციალურად 6300-ზე მეტი ჯარისკაცი და 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. რეალური მონაცემები სავარაუდოდ უფრო მძიმეა.


ყარაბაღის კონფლიქტი საუკუნეზე მეტს ითვლის. ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობისას, 1988 წელს განახლდა. ცეცლის შეწყვეტის ხელშეკრულებას 1994 წელს მოეწერა ხელი. ამჟამინდელისგან განსხვავებით 3 ათეული წლის წინ რუსეთი ომში სომხეთის სასარგებლოდ ჩაერია, რის შემდეგაც უშუალოდ ყარაბაღი და მის გარშემო 7 აზერბაიჯანული რაიონი ფაქტობრივად სომხეთის კონტროლქვეშ გადავიდა. პირველ ომს ორივე მხრიდან 38 000 სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა. მას შემდეგ რეგიონში სტაბილური მშვიდობა არ დამყარებულა. 2020-მდე ყველაზე დიდი ესკალაცია 2016 წელს მოხდა. მაშინ ოფიციალურად მცირე ომს 300-ზე მეტი, არაოფიციალურად 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანმა ტერიტორიების მხოლოდ 2%-მდე დაიბრუნა.


სომხეთის სატრანზიტო ფუნქციის აღდგენამ თბილისში გარკვეული შიშები გააჩინა. ტვირთის ნაწილი ცხადია, ახალ უმოკლეს გზაზე გადამისამართდება, მაგრამ გაზსადენისა და ნავთობსადენების გადატანას რა თქმა უნდა არავინ განიხილავს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up