ირანის სამთავრობო დელეგაციამ ბაქოში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოაწერს მემორანდუმს სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავთან – ნახიჩევანთან ირანის ტერიტორიის გავლით დააკავშირებთ.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
სატრანსპორტო დერეფანი მოიცავს რკინიგზას, საავტომობილო მაგისტრალს და ელექტროგადამცემ ხაზებს. ეს ყველაფერი სომხეთის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გაივლის ირანის ტერიტორიაზე.
ასე რომ, რუსეთ–აზერბაიჯან–სომხეთის სამმხრივი შეთანხმება კომუნიკაციების განბლოკვასთან დაკავშირებით, შესაძლოა ქაღალდზე დარჩეს: ბაქოს გადაწყვიტა, არ დაელოდოს ერევანს და საკუთარი ამოცანები თავისივე შესაძლებლობებით გადაჭრას.
ახალი დერეფანი, თავისთავად, დიდ დარტყმას აყენებს ზანგეზურის კორიდორს, საიდანაც აზერბაიჯანი ნახიჩევანს უნდა დაჰკავშირებოდა სომხეთის ტერიტორიის გავლით. ამ მაგისტრალის შექმნას უნდა გაემართლებინა ლაჩინის დერეფნის არსებობა, რომლითაც სომხეთი არაღიარებულ ყარაბაღთან აკავშირებს. ეს დერეფანი 2020 წლის 44–დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლს ქვეშ მოექცა.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის გახსნის დაჩქარებას დაჟინებით მოითხოვდა, თუმცა სომხეთი არც მალავდა, რომ ეს პროექტი მის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. ეს სიტყვით არ უთქვამთ ერევანში, მაგრამ ქმედებები ამაზე ნათლად მეტყველებს – სომხურ მხარეს ზანგეზურის მშენებლობის დაწყებისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებია.
აზერბაიჯანელი ექსპერტების თქმით, ზანგეზურის დერეფნის მშენებლობის აქტუალობის საკითხი მთლიანად სომხურ მხარეზეა დამოკიდებული, ხოლო აზერბაიჯანის ირანთან გარიგებამ ერევანს მანიპულაციების შესაძლებლობები შეუკვეცა.
ng.ru